GEO Pay არის უკრაინული სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს P2P გადახდებს, დეპოზიტებს და სახელმწიფო ვალუტების გატანას, რათა გაცვალონ ისინი ციფრულ აქტივებზე პარტნიორი ბირჟების გამოყენებით.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ თქვენი WhiteBIT ბალანსი უკრაინულ გრივნაში (UAH) და ყაზახეთის ტენგეში (KZT).
ქვემოთ მოცემულია გზამკვლევი იმის შესახებ თუ როგორ სრულდება დეპოზიტი WhiteBIT-ზე GEO Pay ელექტრონული საფულის გამოყენებით.
შექმენით ანგარიში GEO Pay-ზე
- გადადით GEO Pay-ს მთავარ გვერდზე და შექმენით ანგარიში;
- გაიარეთ პირადობის დადასტურების პროცედურა (KYC ვერიფიკაცია);
- დაამატეთ საბანკო ბარათი ეროვნული ვალუტის შესატანად პროფილის პარამეტრებში განყოფილებაში - "საფულეები და საბანკო ბარათები";
- შეიყვანეთ მომხმარებლის სახელი, თქვენი საბანკო ბარათის ნომერი და აირჩიეთ ბანკი.
დეპოზიტი
- გადადით "დეპოზიტის" განყოფილებაში, შეიყვანეთ თანხა და დააწკაპუნეთ "დეპოზიტზე". 30 წუთში დაინახავთ ბარათის ნომერს, რომელზედაც რიცხავთ თანხას.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: დეპოზიტის საკომისიო არის 5 UAH + დეპოზიტის თანხის 1.5%.
- გადადით თქვენს საბანკო აპლიკაციაში და განახორციელეთ ტრანზაქცია მითითებული ბარათით;
- დაადასტურეთ გადარიცხვა GEO Pay გვერდზე და დაელოდეთ თანხის ჩარიცხვას თქვენს ბალანსზე;
- GEO Pay ბალანსზე სახსრების მიღების შემდეგ დაბრუნდით WhiteBIT პლათფორმაზე;
- გადადით ბალანსების გვერდზე და დააკლიკეთ "დეპოზიტზე";
- დეპოზიტის ფანჯარაში აირჩიეთ გრივნა (UAH) და GEO Pay E-Wallet, როგორც გადახდის პროვაიდერი;
- მიუთითეთ სასურველი თანხა შევსებისთვის და დააწკაპუნეთ "გაგრძელებაზე". GEO Pay-ის გვერდი გაიხსნება სადაც მითითებული იქნება სადეპოზიტო თანხა საკომისიოს გამოკლებით;
- შეიყვანეთ პაროლი თქვენს GEO Pay ანგარიშზე გადახდის დასადასტურებლად.
თქვენ დაბრუნდებით WhiteBIT-ის „ბალანსის“ გვერდზე. ტრანზაქცია დამუშავდება.
ადევნეთ თვალყური მის სტატუსს ისტორიის გვერდზე ან თქვენს GEO Pay ანგარიშზე. გადახდის დამუშავებას შეიძლება 20 წუთი დასჭირდეს. დეპოზიტი აისახება თქვენს ძირითად ბალანსზე WhiteBIT-ზე.
GEO Pay-ის გამოყენებით დეპოზიტის გაკეთება მარტივია. თავად ნახეთ!
მხარდაჭერა
ჩვენს ბირჟასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ:
- დატოვოთ მოთხოვნა ჩვენს ვებგვერდზე;
- მოგვწეროთ მხარდაჭერის ელ-ფოსტაზე: support@whitebit.com;
- ან ჩატში ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ღილაკზე დაწკაპუნებით.