შეიტანეთ თანხა PayUnicard-ზე ვებ-გვერდიდან

1. ბალანსის გვერდზე ნავიგაცია

ვებ-გვერდის მთავარ გვერდზე, დააჭირეთ “ბალანსებს” და აირჩიეთ “ჯამური” ან “ძირითადი”.

 

2. ვალუტის არჩევა

გაითვალისწინეთ, რომ PayUnicard-ით თანხის შეტანა, ამჟამად, ქართულ ლარში, აშშ დოლარსა და ევროშია შესაძლებელი. ჩამონათვალიდან მოძებნეთ თქვენთვის სასურველი ვალუტა ან საძიებო სისტემაში ჩაწერეთ მისი შესაბამისი ტიკერი. დააჭირეთ არჩეული ვალუტის ტიკერს და დააჭირეთ “დეპოზიტების” ღილაკს.



3. თანხის შეტანა

ახალ ფანჯარაში, პროვაიდერების ჩამონათვალიდან აირჩიეთ PayUnicard. 

ბალანსის შესავსებად, დააჭირეთ “თანხის შეტანის” ღილაკს. 



შედეგად, PayUnicard-ის გვერდზე გადამისამართდებით, სადაც თქვენი ბანკი და შესატანი ვალუტა უნდა მიუთითოთ. 


დააჭირეთ “გენერირების” ღილაკს, რის შემდგომაც გადახდის დეტალებზე მიიღებთ წვდომას. თანხის გასაგზავნად, დეტალების ველში მოცემული ინფორმაცია დააკოპირეთ და ჩასვით საბანკო აპლიკაციაში.   


შენიშვნა: გთხოვთ, ყველა ტიპის ინფორმაცია სწორად შეიყვანოთ. სხვაგვარად, თანხის შეტანას ვერ შეძლებთ. გაითვალისწინეთ, რომ ბალანსის შესავსებად, თქვენი WhiteBIT-ის ნიქნეიმის მითითებაც მოგიწევთ. ასევე, ყურადღება მიაქციეთ მინიმალურ და მაქსიმალურ თანხის შეტანის რაოდენობასა და საკომისიოს, რომელიც 0.2%-ია.  

 

4. თანხის შეტანის სტატუსი 

თანხის შეტანის სტატუსის შემოწმებას “ისტორიის” გვერდიდან (“დეპოზიტების” განყოფილებიდან) შეძლებ, რომელსაც გვერდის ზედა ნაწილში, “ბალანსების” სექციის გვერდით იხილავ. 


ძირითად ბალანსზე თანხის ასახვას, სამუშაო დღეებში, 1 სთ.-მდე დრო სჭირდება. თუკი ამ პერიოდის შემდგომ თქვენი ბალანსი არ შეივსება, გთხოვთ, დაუკავშირდეთ მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს. ამისთვის შემდეგი გზები არსებობს:

 

  • გამოგზავნეთ მოთხოვნა ჩვენს ვებ-გვერდზე; 
  • მისწერეთ მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს ელ-ფოსტაზე: support@whitebit.com;
  • გადადით ვებ-გვერდის ზედა ნაწილში არსებულ “დახმარების” სექციაში და დაგვიკავშირდით არსებული ნომრებიდან ერთ-ერთზე; 
  • ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში არსებულ ღილაკზე -  დაჭერით დაიწყეთ ჩვენთან ჩატი.

დაგეხმარათ სტატია?

0-ს 0-დან გამოადგა ეს სტატია