შეიტანეთ დეპოზიტი PayUnicard-ის გამოყენებით ჩვენი ბირჟის მობილურ აპლიკაციაში

PayUnicard არის პირველი არასაბანკო დაწესებულება საქართველოში. ეს სერვისი გთავაზობთ ახალ ფინანსურ პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. ჩვენს ბირჟაზე შეგიძლიათ სწრაფად შეავსოთ თქვენი ბალანსი ევროში, აშშ დოლარში და ლარში PayUnicard-ის საშუალებით. ამ სტატიაში ჩვენ გეტყვით, თუ როგორ შეგიძლიათ გააკეთოთ ეს!

როგორ განვახორციელოთ დეპოზიტი PayUnicard-ის საშუალებით

1. ნავიგაცია ბალანსის გვერდზე

აპლიკაციის მთავარ გვერდზე, აირჩიეთ “Wallet” და ჩანართი „ზოგადი“ ან „ძირითადი”.

 

 2. აირჩიეთ ვალუტა

ამჟამად PayUnicard-ით ხელმისაწვდომია სამი ეროვნული ვალუტა: აშშ დოლარი, ევრო, ლარი. აირჩიეთ ფუნქცია "დეპოზიტი" და შეიყვანეთ ვალუტის ტიკერი საძიებო ზოლში.

ან სიაში იპოვნეთ ვალუტა, რომლის ჩარიცხვაც გსურთ, დააჭირეთ არჩეული ვალუტის ტიკერზე და შემდეგ ღილაკზე „დეპოზიტი“

ფანჯარაში, რომელიც გაიხსნება, პროვაიდერების სიიდან აირჩიეთ “Deposit with PayUnicard”.

 

3. დეპოზიტის პროცესი

დეპოზიტის მოთხოვნის შესაქმნელად აირჩიეთ "დეპოზიტის გაკეთება".

თქვენ გადამისამართდებით PayUnicard-ის გვერდზე, სადაც უნდა აირჩიოთ ბანკი და სასურველი ვალუტა დეპოზიტისათვის. ვალუტა უნდა იყოს იგივე, რაც ჩვენი ბირჟის აპლიკაციაში აირჩიეთ.

შემდეგ თქვენ უნდა დააჭიროთ ღილაკს "გენერაცია", რის შემდეგაც გადახდის დეტალები ავტომატურად მომზადდება. თანხების გასაგზავნად, დააკოპირეთ ინფორმაცია დეპოზიტის ჩანართიდან და ჩასვით მონაცემები თქვენს საბანკო აპლიკაციაში.

მნიშვნელოვანი: გთხოვთ შეიყვანოთ ყველა მითითებული მონაცემი სწორად, წინააღმდეგ შემთხვევაში დეპოზიტის მოთხოვნა არ დამუშავდება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ უნდა მიუთითოთ თქვენი ნიკნეიმი WhiteBIT ბირჟაზე, რათა დეპოზიტი წარმატებით ჩაირიცხოს.

დეპოზიტის წარმატებით განსახორციელებლად, თქვენ საჭიროა გახდეთ PayUnicard-ის მომხმარებელი და გახსნათ ანგარიში ამ პლატფორმაზე.

 

4. ანაბრის სტატუსისთვის თვალყურის დევნება

თქვენ შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ დასრულებული დეპოზიტის მოთხოვნის სტატუსს "ისტორიის" გვერდზე. ის მდებარეობს ბალანსის განყოფილების ზედა ნაწილში მთავარ ფუნქციებს შორის.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ: ჩვენს ბირჟას არ აქვს დაწესებული PayUnicard-ის მეშვეობით დეპოზიტების დღიური ლიმიტი. თუმცა, თითოეულ ტრანზაქციას აქვს ლიმიტები, რომელიც შეგიძლიათ შეამოწმოთ საკომისიოების განყოფილებაში (ანგარიში - WhiteBIT ინფორმაცია - საკომისიო): დეპოზიტის მინიმალური რაოდენობაა 10 ევრო, 20 ლარი, 10 აშშ დოლარი და მაქსიმალური რაოდენობაა 3 000 ევრო, 40 000 ლარი და 3. 000 აშშ დოლარი. ანაბრის საკომისიო ყველა ვალუტაზე ერთნაირია – თანხის 0.2%.

 

დეპოზიტის დამუშავების ხანგრძლივობა სამუშაო დღეებში არის ერთ საათამდე. თუ ამ პერიოდის შემდეგ დეპოზიტი არ აისახება თქვენს ბალანსზე, უნდა დაუკავშირდეთ მხარდაჭერის სამსახურს.

დეპოზიტი PayUnicard ანგარიშიდან

თუ თქვენ გაქვთ PayUnicard-ის საფულე და თქვენ გაიარეთ პირადობის დადასტურება ამ პლატფორმაზე, არსებობს შესაძლებლობა, დეპოზიტი ჩვენს ბირჟაზე ჩარიცხოთ პირდაპირ თქვენი PayUnicard ანგარიშიდან! ამისათვის თქვენ უნდა შეასრულოთ შემდეგი მარტივი მოქმედებები:

  1. დააკოპირეთ თქვენი WhiteBIT ნიკნეიმი.
  2. გადადით PayUnicard-ის მთავარ გვერდზე და აირჩიეთ WhiteBIT-ზე შევსების ვარიანტი.
  3. ჩასვით დაკოპირებული ნიკნეიმი შესაბამის ველში და თქვენ გადამისამართდებით დეპოზიტის გვერდზე.
  4. ამ ეტაპზე თქვენ უნდა აირჩიოთ PayUnicard ანგარიში, საიდანაც გსურთ დეპოზიტის ჩარიცხვა და შეიყვანოთ სასურველი რაოდენობა.
  5. დააჭირეთ “დადასტურება”-ს და შეიყვანეთ კოდი SMS შეტყობინებიდან, რომელსაც მიიღებთ PayUnicard ანგარზე დარეგისტრირებულ ტელეფონის ნომერზე.
  6.  

შესრულებულია! თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის უფრო მოსახერხებელი გზა და ნებისმიერ დროს შეიტანოთ ევროს, ლარის ან აშშ დოლარის დეპოზიტი ჩვენს ბირჟაზე PayUnicard-ის მეშვეობით.

მხარდაჭერა

ჩვენს ბირჟასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ:

  • დატოვოთ მოთხოვნა ჩვენს ვებგვერდზე;
  • მოგვწეროთ მხარდაჭერის ელ-ფოსტაზე: support@whitebit.com;
  • დაგვიკავშირდით ჩატის საშუალებით (WhiteBIT აპლიკაციაში გადადით "ანგარიშზე" - "მხარდაჭერა" ზედა მარცხენა კუთხეში).

დაგეხმარათ სტატია?

1-ს 1-დან გამოადგა ეს სტატია