PayUnicard-ით თანხის შეტანა აპლიკაციაში

1. თანხის შეტანა აპლიკაციიდან 

იმისთვის, რომ აპლიკაციიდან თანხის შეტანა შეძლოთ, გახსენით WhiteBIT-ის აპლიკაციის მთავარი გვერდი და დააჭირეთ “თანხის შეტანის” ღილაკს. ასევე, ანგარიშის ბალანსის შესავსებად, შეგიძლიათ დააჭიროთ “საფულეს” და შემდგომ - “თანხის შეტანას”.



2. ვალუტის არჩევა

საძიებო სისტემაში მოძებნეთ თქვენთვის სასურველი ვალუტის ტიკერი და აირჩიეთ იგი. გაითვალისწინეთ, რომ PayUnicard-იდან თანხის შეტანა, ამჟამად, ქართულ ლარში, აშშ დოლარსა და ევროშია შესაძლებელი.  



3. თანხის შეტანა

ახალ ფანჯარაში, პროვაიდერების სიიდან, აირჩიეთ PayUnicard-ის საბანკო ტრანსფერი.

ბალანსის შესავსებად, დააჭირეთ “გაგრძელების” ღილაკს და შემდეგ “თანხის შეტანას”. 



შედეგად, PayUnicard-ის გვერდზე გადამისამართებით, სადაც თქვენი ბანკი და სასურველი ვალუტა უნდა მიუთითოთ. დააჭირეთ “გენერირების” ღილაკს, რის შემდგომაც გადახდის დეტალებზე მიიღებთ წვდომას. თანხის გასაგზავნად, დეტალების ველში მოცემული ინფორმაცია დააკოპირეთ და ჩასვით საბანკო აპლიკაციაში.

 

შენიშვნა: გთხოვთ, ყველა ტიპის ინფორმაცია სწორად შეიყვანოთ. სხვაგვარად, თანხის შეტანას ვერ შეძლებთ. გაითვალისწინეთ, რომ ბალანსის შესავსებად, თქვენი WhiteBIT-ის ნიქნეიმის მითითებაც მოგიწევთ. ასევე, ყურადღება მიაქციეთ მინიმალურ და მაქსიმალურ თანხის შეტანის რაოდენობასა და საკომისიოს, რომელიც 0.2%-ია.  



4. თანხის შეტანის სტატუსი 

თანხის შეტანის დეტალების შესამოწმებლად, WhiteBIT-ის აპლიკაციიდან გადადით “საფულის” სექციაში და დააჭირეთ “ისტორიის” სიმბოლოს. “თანხის შეტანის” განყოფილებიდან კი უფრო მეტ ინფორმაციას გაეცნობით.  

 



ძირითად ბალანსზე თანხის ასახვას, სამუშაო დღეებში, 1 სთ.-მდე დრო სჭირდება. თუკი ამ პერიოდის შემდგომ თქვენი ბალანსი არ შეივსება, გთხოვთ, დაუკავშირდეთ მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს. ამისთვის შემდეგი გზები არსებობს:

  • გამოგზავნეთ მოთხოვნა ჩვენს ვებ-გვერდზე;
  • მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს დაუკავშირდით ელ-ფოსტაზე support@whitebit.com;
  • გაგვესაუბრეთ “ანგარიშის” სექციიდან “მხარდაჭერის” ღილაკზე ხელის დაჭერით; 
  • ან დაგვირეკეთ ნომრებზე, რომლებსაც “ანგარიშის” სექციაში “მხარდაჭერის” ღილაკზე დაჭერის შემდგომ იხილავთ.

დაგეხმარათ სტატია?

0-ს 0-დან გამოადგა ეს სტატია