რა არის ციფრული სასაჩუქრე ბარათი?

სასაჩუქრე ბარათი არის ახალი შესაძლებლობა WhiteBIT-ზე, რომელიც საშუალებას გაძლევთ მარტივად და კომფორტულად შეიძინოთ ცნობილი ბრენდების სასაჩუქრე ბარათები პირდაპირ ჩვენს პლატფორმაზე. ამ პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი სასაჩუქრე ბარათების გადახდის შესაძლებლობაა კრიპტოვალუტით.

როგორ შეიძინოთ ციფრული სასაჩუქრე ბარათი?

ციფრული სასაჩუქრე ბარათის შესაძენად თქვენ უნდა შეასრულოთ რამოდენიმე ნაბიჯი, დაიწყეთ პირადობის დადასტურებით (KYC ვერიფიკაცია) და თქვენი ანგარიშის ორ ფაქტორიანი ავთენტიფიკაციის (2FA) ჩართვით. ამის შემდეგ, მიჰყევით მარტივ ინსტრუქციებს:

  • საჩუქრების ბარათების განყოფილებაში აირჩიეთ სიიდან ქვეყანა, სადაც აპირებთ სასაჩუქრე ბარათის გამოყენებას;
  • აირჩიეთ ბრენდი, რომლის პროდუქტის საჩუქრის ბარათის შეძენა გსურთ;
  • გადასვლით არჩეულ სასაჩუქრე ბარათების გვერდზე, მიუთითეთ სასურველი თანხის ოდენობა.

ასევე ყურადღება მიაქციეთ, რომ ბარათის ნომინალი შესაძლოა დაყოფილი იყოს ორ ტიპად: ფიქსირებული (მაგალითად 10 EUR, 50 EUR, 100 EUR) და ისეთი, რომელშიც მომხმარებელს აქვს საშუალება თავად აირჩიოს თანხა და მისი დიაპაზონი.

გადახდა და ბარათის მიღება ხდება შემდეგი წესით:

  • დარწმუნდით, რომ თქვენი ფული არის ძირითად ბალანსზე;
  • გადახდის გვერდზე გადასვლისას აირჩიეთ ვალუტა, რომლის მეშვეობითაც უნდა შეიძინოთ სასაჩუქრე ბარათი;
  • "გადახდა"-ზე დაჭერისას გაეცანით გადახდის თანხას, რომელიც დამოკიდებულია თქვენ მიერ არჩეული ვალუტის მიმდინარე გაცვლით კურსზე;
  • დაადასტურეთ შესყიდვა 2FA კოდის შეყვანით;
  • გილოცავთ! ახლა თქვენი სასაჩუქრე ბარათი მზად არის გამოყენებისთვის.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: სასაჩუქრე ბარათები არ ექვემდებარება დაბრუნებას.

ხშირად დასმული კითხვები:

არის თუ არა შესაძლებელი სასაჩუქრე ბარათის ნახვა შეძენის შემდეგ?
ყველა თქვენი შეძენილი ბარათი ხელმისაწვდომია ნახვისთვის სასაჩუქრე ბარათების ისტორიის განყოფილებაში.

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენ მიერ არჩეულ ქვეყანაში არ არის თქვენთვის სასურველი ბრენდის სასაჩუქრე ბარათი?
სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში, მოცემული ბრენდის სასაჩუქრე ბარათები ამჟამად არ არის ხელმისაწვდომი/არ არის წარმოდგენილი ამ ქვეყანაში.

გექნებათ თუ არა დამატებითი სარგებელი, თუ გამოიყენებთ სხვა ვალუტას სასაჩუქრე ბარათს შეძენისას?

ნამდვილად! სასაჩუქრე ბარათის შეძენისას ირჩევთ ვალუტას, გაითვალისწინეთ რომ სხვადასხვა ვალუტებისთვის მოცემულია სპეციალური ფასდაკლებები. ციფრული სასაჩუქრე ბარათები მომხმარებლებისთვის სასიამოვნო სარგებელია, რადგან ასეთი ბარათის ღირებულება კრიპტოვალუტაში შეიძლება იყოს უფრო დაბალი, ვიდრე ბარათის ნომინალური ღირებულება. მაგალითად, 50 USD ღირებულების სასაჩუქრე ბარათის შეძენისას, შესაძლოა მისი ღირებულება შეადგენდეს მხოლოდ 48 USDT.

შესაძლებელია თუ არა გავიგოთ, სასაჩუქრე ბარათი აქტივირებულია თუ არა, თუ აქტივირებულია, როდის მოხდა მისი გააქტიურება?
ჩვენ არ გვაქვს წვდომა სასაჩუქრე ბარათის აქტივაციის სტატუსის მონაცემებზე. მეტი ინფორმაციის მისაღებათ, გთხოვთ დაუკავშირდეთ თქვენი სასაჩუქრე ბარათის გამცემ ორგანიზაციას.

მხარდაჭერა

ჩვენს ბირჟასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ:

  • დატოვოთ მოთხოვნა ჩვენს ვებგვერდზე;
  • მოგვწეროთ მხარდაჭერის ელ-ფოსტაზე: support@whitebit.com;
  • ან ჩატში ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ღილაკზე დაწკაპუნებით (WhiteBIT აპლიკაციაში ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში ღილაკზე დაჭერით).

დაგეხმარათ სტატია?

22-ს 22-დან გამოადგა ეს სტატია