რა არის პირადობის დადასტურება?
პირადობის დადასტურება (KYC) არის გადამოწმების პროცედურა ბირჟის მომხმარებლებისათვის, მათი ვინაობის დადასტურება პერსონალური მონაცემების მოთხოვნით. თავად აბრევიატურა, “KYC” იშიფრება როგორც, "გაიანი შენი კლიენტი".
სანამ პირადობის შემოწმებას გაივლით, შეგიძლიათ ნახოთ, როგორ მუშაობს ჩვენი სავაჭრო ინსტრუმენტები დემო-ქოინების საშუალებით. თუმცა, პირადობის დადასტურება საჭიროა ნებისმიერი დეპოზიტის და გატანის განსახორციელებლად, ასევე WhiteBIT კოდების შესაქმნელად და გასააქტიურებლად. პირადობის დადასტურება გეხმარებათ დაიცვათ თქვენი ანგარიში და უსაფრთხოდ შეინახოთ თქვენი სახსრები. პროცესი მხოლოდ რამდენიმე მიმდინარეობს და არ საჭიროებს ტექნიკურ უნარებს. პირადობის გადამოწმების არსებობა ბირჟის საიმედოობის მაჩვენებელია. პლატფორმა, რომელიც არ მოითხოვს თქვენგან მონაცემებს, შესაბამისად, არ ეკისრება პასუხისმგებლობა თქვენს წინაშე. გარდა ამისა, გადამოწმება ხელს უშლის ფულის გათეთრებას და ტერორიზმის დაფინანსებას.
როგორ გავიაროთ პირადობის დადასტურება საიტზე?
გადადით "ანგარიშის პარამეტრებში" და გახსენით "ვერიფიკაციის" განყოფილება.
ამ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ დეტალური ინფორმაცია და ვიდეო ინსტრუქცია.
მნიშვნელოვანია: ვერიფიკაციის განყოფილება ხელმისაწვდომია მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს.
1. აირჩიეთ თქვენი ქვეყანა.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: აკრძალული ქვეყნებისა და ტერიტორიების სია, რომელთა დოკუმენტებს ჩვენ ამჟამად არ ვიღებთ, ამ მუხლის შესაბამის ნაწილში.
2. დაეთანხმეთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
3. შეავსეთ ფორმა თქვენი მონაცემებით: სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი და საცხოვრებელი მისამართი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: ვინაიდან პირადობის დადასტურების პროცედურის განმეორებით გავლისას ფორმის ავტომატურად გამოტოვება ხდება, ამ ეტაპზე (ფორმაზე) დასაბრუნებლად და ცვლილებების შესატანად უნდა დააჭიროთ "უკან" დაბრუნების ხატულად დოკუმენტის შერჩევის გვერდზე.
4. აირჩიეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. არსებობს 4 ვარიანტი: პირადობის მოწმობა, პასპორტი, მართვის მოწმობა ან ბინადრობის ნებართვა. აირჩიეთ ყველაზე მოსახერხებელი გზა და გადაიღეთ დოკუმენტი.
მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ თითოეული შემოთავაზებული ვარიანტი:
- პირადობის მოწმობა. გადაიღეთ თქვენი დოკუმენტის წინა და უკანა მხარე, როგორც ნაჩვენებია ეკრანის სურათზე.
- პასპორტი. მონიშნეთ „სხვა პასპორტის გვერდის დამატება“ და გადაიღეთ ორი რეალური გვერდის სურათი.
მნიშვნელოვანია: ფორმაში სახელი და გვარი ზუსტად უნდა ემთხვეოდეს თქვენს მიერ ატვირთულ ფოტოებზე მითითებულ სახელსა და გვარს.
ასევე გაითვალისწინეთ: თუ პასპორტით აპირებთ ვეირიკაციის გავლას, მაშინ უნდა აირჩიოთ „დოკუმენტის ტიპი - პასპორტი“.
- მართვის მოწმობა. გადაიღეთ თქვენი დოკუმენტის წინა და უკანა მხარე, როგორც ნაჩვენებია ეკრანის სურათზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ მართვის მოწმობის გამოყენებით ვერიფიკაციის წარმატებით გავლისთვის მასზე უნდა იყოს მითითებული თქვენი ეროვნება.
- ბინადრობის ნებართვა. გადაიღეთ თქვენი დოკუმენტის წინა და უკანა მხარე, როგორც ნაჩვენებია ეკრანის სურათზე.
5. ვიდეო გადამოწმება. ეს ამარტივებს და აჩქარებს გადამოწმების პროცედურას. ინტერფეისის ინსტრუქციის მიხედვით, თავი უნდა გაამოძრავოთ ორივე მხარეს. ეს შეიძლება გაკეთდეს აპის ან ვებ ვერსიის საშუალებით.
6. მომხმარებლის შეთანხმება და მონაცემების რედაქტირება ფორმაში. ვერიფიკაციის პროცედურის გასაგრძელებლად, თქვენ უნდა დაადასტუროთ შესაბამისობა რამდენიმე პუნქტთან მომხმარებლის შეთანხმებიდან. ამისათვის უბრალო მონიშნეთ შესაბამისი ყუთები.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: თუ თქვენ გჭირდებათ მონაცემების რედაქტირება თქვენი პირადობის დამადასტურებელ ფორმაში, თქვენ შეძლებთ ამის გაკეთებას პროცედურის ბოლო ეტაპზე შესაბამის ღილაკზე „რედაქტირება“ დაკლიკებით.
7. დაასრულეთ პირადობის დადასტურება ანგარიშის დამატებითი უსაფრთხოებისთვის ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციის (2FA) გააქტიურებით.
ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია (2FA) არის აპლიკაციის მიერ გენერირებული კოდი, რომელიც უზრუნველყოფს იმსა, რომ თქვენ ხართ ერთადერთი პირი, რომელსაც აქვს წვდომა ანგარიშზე.
შესრულებულია! მალე გაიგებთ დადასტურების სტატუსს. ჩვენ გამოგიგზავნით წერილს, როგორც კი შევამოწმებთ თქვენს დოკუმენტებს. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი ანგარიშის სტატუსი.
თქვენი დოკუმენტები შეიძლება არ იყოს დამტკიცებული, თუმცა ჩვენ მოგცემთ საშუალებას სცადოთ კიდევ ერთხელ, მონაცემების უარყოფის შემთხვევაში.
თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ პირადობის დადასტურება თქვენს მოწყობილობაზეც. ეს ისეთივე მარტივი პროცესია, როგორც ვებ ვერსიაში.გილოცავთ ჩვენს ბირჟაზე თქვენი პირველი ნაბიჯების გადადგმას. თქვენ ადგენთ დონეს ყოველი ნაბიჯის გადადგმისას!
როგორ გავიაროთ პირადობის დადასტურება მობილურ აპლიკაციაში?
გადადით "ანგარიშის პარამეტრებში" დააკლიკეთ ხატულაზე ზედა მარცხენა კუთხეში და გახსენით "ვერიფიკაციის" განყოფილება.
მნიშვნელოვანია: ვერიფიკაციის განყოფილება ხელმისაწვდომია მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს.
1. აირჩიეთ თქვენი ქვეყანა.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: აკრძალული ქვეყნებისა და ტერიტორიების სია, რომელთა დოკუმენტებს ჩვენ ამჟამად არ ვიღებთ, ამ მუხლის შესაბამის ნაწილში.
2. დაეთანხმეთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
3. შეავსეთ ფორმა თქვენი მონაცემებით: სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი და საცხოვრებელი მისამართი.
4. აირჩიეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. არსებობს 4 ვარიანტი: პირადობის მოწმობა, პასპორტი, მართვის მოწმობა ან ბინადრობის ნებართვა. აირჩიეთ ყველაზე მოსახერხებელი გზა და გადაიღეთ დოკუმენტი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: ვინაიდან პირადობის დადასტურების პროცედურის განმეორებით გავლისას ფორმის ავტომატურად გამოტოვება ხდება, ამ ეტაპზე (ფორმაზე) დასაბრუნებლად და ცვლილებების შესატანად უნდა აირჩიოთ "უკან" დაბრუნება დოკუმენტის შერჩევის გვერდზე
მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ თითოეული შემოთავაზებული ვარიანტი:
- პირადობის მოწმობა. გადაიღეთ თქვენი დოკუმენტის წინა და უკანა მხარე, როგორც ნაჩვენებია ეკრანის სურათზე.
- პასპორტი. მონიშნეთ „სხვა პასპორტის გვერდის დამატება“ და გადაიღეთ ორი რეალური გვერდის სურათი.
მნიშვნელოვანია: ფორმაში სახელი და გვარი ზუსტად უნდა ემთხვეოდეს თქვენს მიერ ატვირთულ ფოტოებზე მითითებულ სახელსა და გვარს.
ასევე გაითვალისწინეთ: თუ პასპორტით აპირებთ დამოწმებას, მაშინ უნდა აირჩიოთ „დოკუმენტის ტიპი - პასპორტი“.
- მართვის მოწმობა. გადაიღეთ სურათი თქვენი დოკუმენტის წინა და უკანა მხარე, როგორც ნაჩვენებია ეკრანის სურათზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ მართვის მოწმობის გამოყენებით ვერიფიკაციის წარმატებით გავლისთვის მასზე უნდა იყოს მითითებული თქვენი ეროვნება.
- ბინადრობის ნებართვა. გადაიღეთ თქვენი დოკუმენტის წინა და უკანა მხარე, როგორც ნაჩვენებია ეკრანის სურათზე.
5. ვიდეო გადამოწმება. ეს ამარტივებს და აჩქარებს გადამოწმების პროცედურას. ინტერფეისის ინსტრუქციის მიხედვით, თავი უნდა გაამოძრავოთ ორივე მხარეს. ეს შეიძლება გაკეთდეს აპის ან ვებ ვერსიის საშუალებით.
6. მომხმარებლის შეთანხმება და მონაცემების რედაქტირება ფორმაში. ვერიფიკაციის პროცედურის გასაგრძელებლად, თქვენ უნდა დაადასტუროთ შესაბამისობა რამდენიმე პუნქტთან მომხმარებლის შეთანხმებიდან. ამისათვის უბრალო მონიშნეთ შესაბამისი ყუთები.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: თუ თქვენ გჭირდებათ მონაცემების რედაქტირება თქვენი პირადობის დამადასტურებელ ფორმაში, თქვენ შეძლებთ ამის გაკეთებას პროცედურის ბოლო ეტაპზე შესაბამის ღილაკზე „რედაქტირება“ დაკლიკებით.
7. დაასრულეთ პირადობის დადასტურება ანგარიშის დამატებითი უსაფრთხოებისთვის ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციის (2FA) გააქტიურებით.
ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია (2FA) არის აპლიკაციის მიერ გენერირებული კოდი, რომელიც უზრუნველყოფს იმსა, რომ თქვენ ხართ ერთადერთი პირი, რომელსაც აქვს წვდომა ანგარიშზე.
შესრულებულია! მალე გაიგებთ დადასტურების სტატუსს. ჩვენ გამოგიგზავნით წერილს, როგორც კი შევამოწმებთ თქვენს დოკუმენტებს. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი ანგარიშის სტატუსი.
თქვენი დოკუმენტები შეიძლება არ იყოს დამტკიცებული, თუმცა ჩვენ მოგცემთ საშუალებას სცადოთ კიდევ ერთხელ, მონაცემების უარყოფის შემთხვევაში.
გილოცავთ ჩვენს ბირჟაზე თქვენი პირველი ნაბიჯების გადადგმას. თქვენ ადგენთ დონეს ყოველი ნაბიჯის გადადგმისას!
აკრძალული ქვეყნები და ტერიტორიები
ამჟამად, ჩვენ არ ვიღებთ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს შემდეგი ქვეყნებისა და ტერიტორიების მოქალაქეებისგან ან რეზიდენტებისგან: ავღანეთი, ამერიკული სამოა, შეერთებული შტატების ვირჯინიის კუნძულები, გუამის ტერიტორია, ირანი, ლიბია, პალესტინა, პუერტო რიკო, სომალი, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები, შეერთებული შტატები, სირია, ბელორუსის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია, რესპუბლიკა სუდანი, იემენი, კანადა, დნესტრისპირეთი, საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკა, დასავლეთ საჰარა, ამბაზონიის ფედერალური რესპუბლიკა, კოსოვო, სამხრეთ სუდანი, ნიკარაგუა, ტრინიდადი და ტობაგო, ვენესუელა, მიანმარი და დროებით ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიები.
გადამოწმების განყოფილება
განყოფილება "ვერიფიკაციაში" თქვენ შეძლებთ დაასრულოთ KYC პროცედურა განაცხადის ფორმის შევსებით და ერთ-ერთი შემოთავაზებული დოკუმენტის (პასპორტი, პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა (ეროვნება წინაპირობაა) ან ბინადრობის ნებართვის ფოტოს გადაღებით.
ასევე ამ განყოფილებაში, თქვენ ყოველთვის გექნებათ შესაძლებლობა ხელახლა გაიაროთ KYC (დადასტურების პროცედურა), რათა განაახლოთ თქვენი მონაცემები ან მიიღოთ შესაძლებლობა გამოიყენოთ დეპოზიტების გარკვეული პროვაიდერები, როგორიცაა EUR SEPA Clear Junction. ეს ფუნქცია ხელმისაწვდომია ჩვენი ბირჟის ვებ ვერსიაში.
თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი მიმდინარე დადასტურების სტატუსი თქვენი ანგარიშის პარამეტრებში. თუ ის ამბობს, რომ "დამტკიცებულია", თქვენ არ გჭირდებათ გადამოწმების პროცესის ხელახლა გავლა.
რამდენი დრო დასჭირდება პირადობის დადასტურების (KYC) შემოწმებას?
ჩვეულებრივ, განაცხადები განიხილება 1 საათში, თუმცა, ზოგჯერ შემოწმებას შეიძლება 24 საათამდე დასჭირდეს.
თქვენი განაცხადის დამუშავების შემდეგ, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას თქვენს ელფოსტაზე შედეგის შესახებ. თუ თქვენი პირადობის დადასტურების მოთხოვნა უარყოფილია, ელფოსტაში მითითებული იქნება მიზეზი. გარდა ამისა, თქვენი სტატუსი განყოფილება "ვერიფიკაციაში" განახლდება.
თუ დადასტურების პროცესის გავლისას დაუშვით უზუსტობა, უბრალოდ დაელოდეთ თქვენი მოთხოვნის უარყოფას. ამის შემდეგ თქვენ შეძლებთ ხელახლა გაგზავნოთ თქვენი ინფორმაცია განსახილველად.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი ზოგადი მოთხოვნები პირადობის დადასტურების პროცესისთვის:
- შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა (გაითვალისწინეთ, რომ სავალდებულო ველები უნდა იყოს მითითებული *-ით);
- გადაიღეთ ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი: პასპორტი, პირადობის მოწმობა ან მართვის მოწმობა;
- დაასრულეთ სახის სკანირების პროცედურა მითითებული მოთხოვნების შესაბამისად.
მხარდაჭერა
ჩვენს ბირჟასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ:
- დატოვოთ მოთხოვნა ჩვენს ვებგვერდზე;
- მოგვწეროთ მხარდაჭერის ელ-ფოსტაზე: support@whitebit.com;
- ან ჩატში ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ღილაკზე დაწკაპუნებით (WhiteBIT აპლიკაციაში ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში ღილაკზე დაჭერით).