MetaMask ერთ-ერთი წამყვანი არასამეურვეო კრიპტოვალუტის საფულეების პროვაიდერია. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც უსაფრთხო და მარტივი გზა ბლოკჩეინის აპლიკაციებსა და Web3 სერვისებზე წვდომისთვის. MetaMask-ის საფულით, შეგიძლიათ სწრაფად და მარტივად შეავსოთ თქვენი ბალანსი ბირჟაზე.
როგორ შევქმნათ MetaMask-ის საფულე?
MetaMask ვებ საფულის გაფართოება ხელმისაწვდომია ბრაუზერებისთბის: Chrome, Firefox, Brave, Edge და Opera. ჩვენ შევეცდებით შევქმნათ MetaMask-ის საფულე Chrome ბრაუზერში.
- თავდაპირველად, გადადით MetaMask-ის ვებსაიტზე, დააწკაპუნეთ ღილაკზე, ჩამოტვირთეთ Chrome-ისთვის“ და დააინსტალირეთ შესაბამისი გაფართოება.
ამისათვის, დააწკაპუნეთ „Chrome-ში დამატება“-ზე, შემდეგ „დააინსტალირეთ გაფართოება“ და დაელოდეთ გაფართოების ინსტალაციას. ამის შემდეგ, გაეცანით მომსახურეობის წესებს და თუ არანაირი წინააღმდეგობა არ გაქვთ, დაეთანხმეთ მათ. აირჩიეთ ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი: შექმენით ახალი საფულე ან დააკავშირეთ უკვე არსებული.
- ახალი საფულის შესაქმნელად დააკლიკეთ ღილაკზე "ახალი საფულის შექმნა". შემდეგ, დაეთანხმეთ სერვისის გასაუმჯობესების მიზნით MetaMask-ის მიერ თქვენი ანონიმური მონაცემების გაზიარებას. ეს ნაბიჯი არჩევითია.
- ამის შემდეგ, თქვენ უნდა დააყენოთ უსაფრთხო პაროლი და კარგად დაიმახსოვროთ იგი.
- MetaMask რეკომენდაციას უწევს საიდუმლო აღდგენის ფრაზის დამატებას ანგარიშის დაცულობის გასაზრდელად. უმჯობესია ეს უსაფრთხოების ზომა გამოიყენოთ. ამის გაკეთება შეგიძლიათ საფულის შექმნის პროცესშიც და მოგვიანებითაც.
გილოცავთ, თქვენი საფულე შექმნილია!
როგორ შეავსოთ თქვენი WhiteBIT-ის ანგარიშის ბალანსი MetaMask-ის საფულედან?
MetaMask-ის საფულეთ ბირჟაზე ბალანსის შესავსებად, მიჰყევით შემდეგ ინსტრუქციებს:
- შედით თქვენს WhiteBIT-ის ანგარიშზე ან, თუ ახალი ხართ ბირჟაზე, დარეგისტრირდით.
- დააკლიკეთ ღილაკზე - "დეპოზიტი" ვებსაიტის მთავარი გვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში. აირჩიეთ კრიპტოვალუტა, როგორიცაა WBT, და „Web3 Wallet“ შევსების მეთოდი. აირჩიეთ MetaMask-ის საფულე და ქსელი, ჩვენს შემთხვევაში - "WHITECHAIN" და დააკლიკეთ ღილაკზე - "MetaMask-ის დაკავშირება".
გთხოვთ გაითვალისწინოთ: თქვენ ასევე უნდა შეხვიდეთ თქვენს MetaMask ანგარიშზე. შევსებისთვის ხელმისაწვდომი კრიპტოვალუტის რაოდენობა ნაჩვენები იქნება ბირჟის დეპოზიტის ფანჯარაში.
- მიუთითეთ დეპოზიტის სასურველი რაოდენობა ხელმისაწვდომი თანხის ფარგლებში და დააწკაპუნეთ „გაგრძელება“-ზე.
- MetaMask-ის გაფართოების ფანჯარა გაიხსნება შეტყობინებით. გადარიცხვის დასადასტურებლად დააწკაპუნეთ ღილაკზე "Confirm".
შესრულებულია! დეპოზიტი დაირიცხება ტრანზაქციის ბლოკჩეინში დადასტურების შემდეგ. თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი დეპოზიტის სტატუსი გვერდზე - "ისტორია - დეპოზიტები".
მხარდაჭერა
ჩვენს ბირჟასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ:
- დატოვოთ მოთხოვნა ჩვენს ვებგვერდზე;
- მოგვწეროთ მხარდაჭერის ელ-ფოსტაზე: support@whitebit.com;
- ან ჩატში ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ღილაკზე დაწკაპუნებით (WhiteBIT აპლიკაციაში ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში ღილაკზე დაჭერით).