როგორ მუშაობს კონვერტაცია

კონვერტაცია (Convert) ფუნქცია, რომელსაც ეწოდა სწრაფი გაცვლა, გაძლევთ საშუალებას სწრაფად და უპრობლემოდ გადაცვალოთ ერთი ვალუტა მეორეზე!

გაცვლის განსახორციელებლად, თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ ბირჟაზე, შეხვიდეთ თქვენს ანგარიშზე და გაიაროთ პირადობის დადასტურება (KYC).

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ: Convert ფუნქციის გამოსაყენებლად, თქვენი სახსრები შეიძლება იყოს როგორც სავაჭრო, ასევე ძირითად ბალანსზე. პროცესის განმავლობაში ნაჩვენები იქნება ორივე ბალანსზე აქტივის მთლიანი ღირებულება და გაცვლის შედეგად ჩარიცხული თანხა ძირითად ბალანსზე.

 

ამ დროისთვის, კონვერტზე გადასასვლელად ორი გზა არსებობს:

  1. ეს განყოფილება ხელმისაწვდომია ბირჟის მთავარ გვერდზე https://whitebit.com/ka

 

  1. ან გადადით "კონვერტაციის" გვერდზე "ვაჭრობის" განყოფილებაში ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში.

 

თქვენ ნახავთ ორ ველს: "Give" (თანხა და ვალუტა, რომლის გაცვლაც გსურთ) და "Receive" (თანხა და ვალუტა, რომლის მიღებაც გსურთ).

 

როგორც კი დააწკაპუნებთ ველზე „Give“ - შეგიძლიათ აირჩიოთ გადახდის ვალუტა. თუ თქვენ გჭირდებათ ამ ვალუტის ბალანსის შევსება, ამის გაკეთება შეგიძლიათ მხოლოდ ამ ფანჯარაში ღილაკზე „დეპოზიტის“ დაჭერით.

 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არსებობს ლიმიტი გაცვლის თითოეულ ოპერაციაზე, რისი მაქსიმალური ოდენობაც არის 50 000 USDT. არ არსებობს შეზღუდვები ოპერაციის შესრულების რაოდენობაზე.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სიაში პირველ რიგში ნაჩვენებია ვალუტები, რომლებიც თქვენს ბალანსზეა. თქვენ ასევე შეგიძლიათ ნახოთ ყველაზე პოპულარული ვალუტები ტიკერის ან ვალუტის სახელის ველში. იმავე ფანჯარაში ჩანართზე "Recently" გადასვლისას შეგიძლიათ დაუყოვნებლივ აირჩიოთ წყვილი, რომელშიც ახლახან გააკეთეთ გაცვლა.

 

ანალოგიურად, შემდეგ თქვენ უნდა აირჩიოთ ვალუტა "Give" ველში. ამის შემდეგ გექნებათ შესაძლებლობა შეიყვანოთ თანხა, რომლის გადახდაც გსურთ. "Receive" ველში თანხა გამოითვლება ავტომატურად და შეიძლება შეიცვალოს კურსის მიხედვით, ამიტომ ყურადღებით იყავით.

 

მნიშვნელოვანია:"Give" ველში თანხის ქვეშ არსებული ისრის ხატულაზე დაწკაპუნებით თქვენ შეძლებთ იხილოთ თანხis raodenoba USDT ექვივალენტში.

 

გაითვალისწინეთ, რომ ოპერაცია შეიძლება დასრულდეს მოსალოდნელზე ნაკლები თანხის მიღებით, მაგრამ არა მეტი. ასევე არსებობს შესაძლებლობა, რომ არ შეიყვანოთ მნიშვნელობა ხელით, არამედ დააჭიროთ "გამოიყენე მაქსიმუმი". და ფანჯარაში დაუყოვნებლივ გამოჩნდება არჩეული ვალუტის სრული ოდენობა, რომელიც გაქვთ თქვენს ბალანსზე (ძირითადი და სავაჭრო).

"Receive" ფანჯრის ქვეშ შეგიძლიათ იხილოთ არჩეული წყვილის მიმდინარე კურსი, რომელიც ახლდება ყოველ 10 წამში. ღილაკზე „ყიდვა“ დაწკაპუნების შემდეგ ნახავთ დადასტურების ფანჯარას ფორვარდული და საპირისპირო კურსით. თქვენ გექნებათ 10 წამი, რომ დააჭიროთ ღილაკს „დადასტურება“, რის შემდეგაც ის გადადის Refresh quote-ზე (გაცვლითი კურსის მიხედვით).

ამის შემდეგ გაცვლა წარმატებით დასრულდება! ტრანზაქციის შემოწმება შეგიძლიათ ისტორიაში - სავაჭრო ბალანსის განყოფილებაში კონვერტაცია ან შემდეგ ბმულზე გადასვლით: https://whitebit.com/en/history/trade/convert

 

მნიშვნელოვანია: თქვენ გაქვთ შესაძლებლობა განახორციელოთ გაცვლა მაშინაც კი, თუ ჩვენს ბირჟაზე არ გვაქვს პირდაპირი სავაჭრო წყვილი!

 

თუ ვერ მოიძებნა პირდაპირი წყვილი ჩვენს ბირჟაზე, მოხდება ჯვარედინი კონვერტაცია სხვა წყვილებში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამ შემთხვევაში სტანდარტული საკომისიო (0.1%) დაგერიცხებათ თითოეულ გაცვლილ წყვილზე.

გადაცვალეთ WBT-ზე

სავაჭრო ბალანსის გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ 5 USDT-ზე ნაკლები ღირებულების მქონე აქტივების WBT-ზე გადაცვლის ფუნქცია.

 

ეს ღილაკი ხელმისაწვდომია ზედა პანელზე ტიკერის ან სახელის საძიებო ველთან ახლოს. დაწკაპუნების შემდეგ ნახავთ დადასტურების ფანჯარას. ღილაკზე „დადასტურების“ დაწკაპუნების შემდეგ, მოხდება აქტივების ავტომატური გაცვლა და მიღებული WBT მონეტები აისახება თქვენს სავაჭრო ბალანსზე.

 

ტრანზაქციის შესამოწმებლად შეგიძლიათ გადახვიდეთ ისტორიაში - სავაჭრო ბალანსის განყოფილებაში, კონვერტაცია ან მიჰყევით ბმულს: https://whitebit.com/ka/history/trade/convert

API Convert

ახლა ასევე შესაძლებელია API-ის გამოყენებით გაცვლა, რადგან ამ ფუნქციისთვის ხელისაწვდომია შესაბამისი ენდფოინთები. საჭირო პარამეტრებია "from","to","direction","amount":

  • "from" არის ვალუტა, რომლის გაცემაც გსურთ;
  • "to"არის ვალუტა, რომლის მიღებაც გსურთ;.
  • "direction" არის კონვერტაციის მიმართულება, პარამეტრი განსაზღვრავს, თუ რომელ ვალუტაში შეივსება ველი "amount". თუ თქვენ მიუთითებთ თანხას იმ ვალუტაში, რომლის მიღებაც გსურთ, გამოიყენეთ "to", გასაცემად კი აირჩიეთ "from".
  • "amount" ეს არის თანხის რაოდენობა, რომლის გაცემა ან მიღება გსურთ.

 

თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ენდფოინთები გაცვლის დასადასტურებლად და თქვენი ტრანზაქციის ისტორიის სანახავად. შეგიძლიათ მეტი გაიგოთ ტექნიკურ სახელმძღვანელოში, სადაც ყველა მოქმედება აღწერილია ეტაპობრივად და მაგალითებით.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ: თქვენ უნდა ჩართოთ ორფაქტორიანი ავტორიზაცია API-ის გამოსაყენებლად. WhiteBIT API-ს შესახებ მეტის გასაგებად, გირჩევთ წაიკითხოთ შესაბამისი სტატია.

 

დოკუმენტაციის სრული ვერსია API გაცვლის ფუნქციონალურობასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია საჯარო პროგრამული უზრუნველყოფის საცავში - GitHub.

მხარდაჭერა

ჩვენს ბირჟასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ:

  • დატოვოთ მოთხოვნა ჩვენს ვებგვერდზე;
  • მოგვწეროთ მხარდაჭერის ელ-ფოსტაზე: support@whitebit.com;
  • ან ჩატში ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ღილაკზე დაწკაპუნებით.

დაგეხმარათ სტატია?

0-ს 0-დან გამოადგა ეს სტატია