როგორ გავიაროთ პირადობის დადასტურების პროცედურა (KYC) აპლიკაციიდან (Global)

რა არის პირადობის დადასტურება?

პირადობის დადასტურება (KYC) არის ბირჟის მომხმარებელთა გადამოწმების პროცედურა, რომლის მიზანია მომხმარებელთა ვინაობის დადასტურება პერსონალური მონაცემების მოთხოვნის გზით. თავად აბრევიატურა (KYC) ნიშნავს "იცნობდე შენს კლიენტს".

სანამ პირადობის დადსტურების პროცედურას გაივლით, შეგიძლიათ დემო-ტოკენების გამოყენებით ნახოთ, როგორ მუშაობს ჩვენი სავაჭრო ინსტრუმენტები.  თუმცა, KYC პროცედურა საჭიროა ნებისმიერი დეპოზიტისა და თანხის გატანის განსახორციელებლად, WhiteBIT კოდების შექმნის და გააქტიურებისთვის, ასევე  Buy Crypto ფუნქციის გასაყენებლად.

პირადობის დადასტურება გეხმარებათ დაიცვათ თქვენი ანგარიში და უსაფრთხოდ შეინახოთ თქვენი სახსრები. პროცესი მხოლოდ რამდენიმე წუთს წაგართმევთ და არ საჭიროებს რაიმე ტექნიკურ უნარებს. პროცესის არსებობა ბირჟის  საიმედოობის მაჩვენებელია. პლატფორმას, რომელიც არ მოითხოვს თქვენგან მონაცემებს, შესაბამისად, არ ეკისრება პასუხისმგებლობა თქვენს წინაშე. გარდა ამისა,  ვერიფიკაცია  ხელს უშლის ფულის გათეთრებას და ტერორიზმის დაფინანსებას.

როგორ გავიაროთ პირადობის დადასტურების პროცედურა?

 გადადით "ანგარიშის პარამეტრებში" ზედა მარცხენა კუთხეში პროფილის ხატულაზე დაწკაპუნებით და გახსენით "ვერიფიკაციის" განყოფილება.

მნიშვნელოვანია იცოდეთ: ვერიფიკაციის განყოფილება ხელმისაწვდომია მხოლოდ რეგისტრირებული, არავერიფიცირებული მომხმარებლებისთვის.

 

1. აირჩიეთ თქვენი ქვეყანა. დარწმუნდით, რომ ირჩევთ ქვეყანა თეთრი სიიდან.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ: ჩვენ არ ვთანამშრომლობთ შემდეგ ქვეყნებთან:
ავღანეთი, ამერიკული სამოა, აშშ, ვირჯინიის კუნძულები, გუამის ტერიტორია, ირანი, იემენი, ლიბია, პალესტინის სახელმწიფო, პუერტო რიკო, სომალი, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები, სირია, რუსეთის ფედერაცია, ბელორუსიის რესპუბლიკა, სუდანის რესპუბლიკა, დნესტრისპირეთი, საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკა, დასავლეთ საჰარა, ამბაზონის ფედერალური რესპუბლიკა, კანადა, ნიკარაგუა, ტრინიდადი და ტობაგო, ვენესუელა, მიანმარი, კოსოვო და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, სამხრეთ სუდანი.

2. ამის შემდეგ  უნდა დაეთანხმოთ ჩვენ  მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

 

3. შეავსეთ ფორმა თქვენი მონაცემებით: სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი და საცხოვრებელი მისამართი.

 

4. აირჩიეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. შეარჩიეთ სასურველი 4 ვარიანტიდან ერთ-ერთი: პირადობის მოწმობა, პასპორტი, მართვის მოწმობა ან ბინადრობის მოწმობა. აირჩიეთ ყველაზე მოსახერხებელი გზა და ატვირთეთ დოკუმენტის ფოტო. 

 

მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ თითოეული შემოთავაზებული ვარიანტი:

  • პირადობის მოწმობა. ატვირთეთ თქვენი დოკუმენტის წინა და უკანა მხარე ისე, როგორც  ილუტრაციზეა ნაჩვენები.  

 

  • პასპორტი. მონიშნეთ ფრაზა „დაამატე პასპორტის სხვა გვერდი“ და ატვირთეთ ორი აქტუალური გვერდი. 

მნიშვნელოვანია: კითხვარში მითითებული სახელი და გვარი მთლიანად უნდა ემთხვეოდეს თქვენს მიერ ატვირთულ ფოტოებზე გამოსახულ სახელსა და გვარს.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ: თუ თქვენ აპირებთ პირადობის დადასტურებას საერთაშორისო პასპორტის გამოყენებით, მაშინ თქვენ უნდა აირჩიოთ "დოკუმენტის ტიპი - პასპორტი".

 

● მართვის მოწმობა. ატვირთეთ თქვენი დოკუმენტის წინა და უკანა მხარე, როგორც ილუსტრაციაზეა ნაჩვენები.

 

● ბინადრობის მოწმობა. ატვირთეთ თქვენი დოკუმენტის წინა და უკანა მხარე, როგორც ილუსტრაციაზეა ნაჩვენები.

 

5. ვიდეო ვერიფიკაცია. ეს ამარტივებს და აჩქარებს ვერიფიკაციის პროცედურას. ინტერფეისის ინსტრუქციის მიხედვით, თავი ნელა უნდა გაწიოთ ერთიდან მეორე მხარეს. პროცესის გავლა შესაძლებელია როგორც  აპლიკაციის ასევე ვებ ვერსიის საშუალებით.

 

6. მომხმარებლის ხელშეკრულება და მონაცემების რედაქტირება ფორმაში. პირადობის დადასტურების პროცედურის გასაგრძელებლად, თქვენ უნდა დაადასტუროთ თანხმობა რამდენიმე პუნქტზე მომხმარებლის ხელშეკრულებიდან. ამისათვის უბრალოდ მონიშნეთ შესაბამისი ჩექბოქსები.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ:თუ თქვენ გჭირდებათ მონაცემების რედაქტირება თქვენი პირადობის დადასტურების ფორმაში, თქვენ შეძლებთ ამის გაკეთებას პროცედურის ბოლო ეტაპზე შესაბამის ღილაკზე „რედაქტირება“ დაწკაპუნებით.



 

7. დაასრულეთ პირადობის დადასტურების პროცედურა ანგარიშის დამატებითი უსაფრთხოებისთვის ორფაქტორიანი ავტორიზაციის (2FA) ჩართვით.

ორფაქტორიანი ავტორიზაცია (2FA) არის აპლიკაციის მიერ გენერირებული კოდი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ თქვენ ხართ ერთადერთი პირი, ვისაც შეიძლება ჰქონდეს წვდომა ანგარიშზე.

მზადაა! მალე გაიგებთ პირადობის დადასტურების საბოლოო სტატუსს. ჩვენ გამოგიგზავნით ელექტრონულ წერილს, როგორც კი შევამოწმებთ თქვენს დოკუმენტებს. თქვენი ანგარიშის სტატუსის შემოწმება თავადაც შეგიძლიათ.

თქვენი დოკუმენტები შეიძლება არ დადასტურდეს,  მაგრამ არ მიიღოთ ეს პირადად. თუ თქვენი მონაცემები უარყოფილია,  ჩვენ გაძლევთ საშუალებას სცადოთ კიდევ ერთხელ.

თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ პირადობის დადასტურების პროცედურა თქვენს მოწყობილობაზე, თუკი  ტელეფონის გამოყენებას ამჯობინებთ.  ეს ისეთივე მარტივია, როგორც ვებ ვერსიაში. თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ ბირჟაზე ჩვენი აპლიკაციის საშუალებით და გაიაროთ პირადობის დადასტურების პროცესი. ზუსტად მიჰყევით  ინსტრუქციას, რომელიც ზემოთ აღვწერეთ.

გილოცავთ თქვენს პირველ ნაბიჯებს ჩვენს ბირჟაზე. თქვენ აწესებთ სტანდარტს ყოველი ნაბიჯის გადადგმისას!

მხარდაჭერა

ჩვენს ბირჟასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ:

  • დატოვოთ მოთხოვნა ჩვენს ვებგვერდზე;
  • მოგვწეროთ მხარდაჭერის ელ-ფოსტაზე: support@whitebit.com;
  • ან ჩატში ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ღილაკზე დაწკაპუნებით 

დაგეხმარათ სტატია?

3-ს 3-დან გამოადგა ეს სტატია