რა არის ორფაქტორიანი ავტორიზაცია და როგორ ჩართოთ ის?

რა არის ორფაქტორიანი ავტორიზაცია (2FA)?

 

ორფაქტორიანი ავტორიზაცია (2FA) თქვენი ანგარიშის დაცვის დამატებით საშუალებას წარმოადგენს. ის უზრუნველყოფს იმას, რომ თქვენი ანგარიშის პაროლის ცოდნის შემთხვევაშიც კი, მესამე პირი ვერ შეძლებს თქვენს ანგარიშზე შესვლას.

მას შემდეგ, რაც 2FA გააქტიურდება, თქვენს ანგარიშზე შესვლისას, პაროლის გარდა მოგიწევთ შეიყვანოთ ექვსნიშნა ავტორიზაციის კოდი, თქვენ მიერ არჩეული ავტორიზაციის აპლიკაციიდან, რომელიც იცვლება ყოველ 30 წამში.

ჩვენ კატეგორიულად გირჩევთ ჩართოთ 2FA ანგარიშის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რათა თავიდან აიცილოთ თქვენს ანგარიშზე არაავტორიზებული წვდომა.

როგორ ჩართოთ 2FA?

2FA დაგეხმარებათ დაგიცვათ ანგარიშის გატეხვისა და აქტივების დაკარგვისგან. იმისათვის, რომ ჩართოთ 2FA ჩვენი ბირჟის ვებ ვერსიაში, მიჰყევით რამდენიმე მარტივ ნაბიჯს:

  1. დააინსტალირეთ Google Authenticator ან სხვა შესაბამისი აპი თქვენს მობილურ მოწყობილობაზე;
  2. შედით თქვენს WhiteBIT Georgia ანგარიშზე და გადადით ანგარიშის პარამეტრები და უსაფრთხოება;

  1. "ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციის" განყოფილებაში ნახავთ QR კოდს. დაასკანერეთ იგი აპში ან შეიყვანეთ კოდი ხელით;

  1. დაამატეთ WhiteBIT Georgia ჩანართი აპლიკაციას და შეიყვანეთ ავტორიზაციის კოდი ველში „გთხოვთ შეიყვანოთ გასაღები“, შემდეგ დაინსტალირებულია 2FA!

 

დასრულდა, თქვენს ანგარიშზე ახლა უკვე გააქტიურებულია 2FA და თქვენი ანგარიშის უსაფრთხოება უკეთ არის დაცული!

როგორ გავააქტიუროთ 2FA მობილურ აპლიკაციაში?

თუ იყენებთ ჩვენი ბირჟის მობილურ აპლიკაციას, 2FA-ს ჩართვა ასევე ხელმისაწვდომია რამდენიმე ნაბიჯის გავლით:

 

  • გადადით თქვენი ანგარიშის პარამეტრებში, რომელიც მდებარეობს საწყისი ეკრანის ზედა მარცხენა კუთხეში;

 

  • ამ ეტაპზე, თქვენ დაგჭირდებათ QR კოდის სკანირება ან საიდუმლო გასაღების თქვენს ავტორიზაციის აპლიკაციაში ხელით შეყვანა;

  • თქვენი ავტორიზაციის აპლიკაციაში დაინახავთ კოდს. შეიყვანეთ ეს კოდი განყოფილებაში "Enter Code" და აირჩიეთ "Enable Authenticator" - შედეგად 2FA გააქტიურდება.

 

დასრულდა, თქვენ გაააქტიურეთეთ 2FA და გაზარდეთ თქვენი ანგარიშის უსაფრთხოება!

 

2FA-ის მახასიათებლები

პაროლის შეცვლის ან 2FA-ის გამორთვის შემთხვევაში, ბირჟის გარკვეული ფუნქციები დაბლოკილი იქნება 72 საათის განმავლობაში. მათ შორისაა: თანხის გატანა, WB კოდების შექმნა და სასაჩუქრე ბარათების შეძენა.

 

თქვენ ასევე მიიღებთ წერილს ელ-ფოსტაზე, რომელიც გაცნობებთ ანგარიშის ცვლილებებისა და შეზღუდვების შესახებ მომდევნო 72 საათის განმავლობაში.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ: მაშინაც კი, თუ 2FA-ის დეაქტივაციის შემდეგ, მას მალევე გაააქტიურებთ, ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციები მაინც შეზღუდული დარჩება დეაქტივაციის მომენტიდან 72 საათის განმავლობაში.

 

ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი მომხმარებლების მონაცემებისა და თანხის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა!

როგორ მოვიქცეთ თუ ორფაქტორიანი ავტორიზაციის აპლიკაციაზე წვდომა დავკარგეთ?

თუ დაკარგეთ წვდომა 2FA-ზე, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს მხარდაჭერის გუნდს მოთხოვნის გაგზავნით ელ-ფოსტის მისამართზე - support@whitebit.com-ზე ან ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი სხვა მეთოდის გამოყენებით.

მხარდაჭერა

ჩვენს ბირჟასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ:

  • დატოვოთ მოთხოვნა ჩვენს ვებგვერდზე;
  • მოგვწეროთ მხარდაჭერის ელ-ფოსტაზე: support@whitebit.com;
  • ან ჩატში ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ღილაკზე დაწკაპუნებით.

დაგეხმარათ სტატია?

0-ს 0-დან გამოადგა ეს სტატია