როგორ გადავიტანოთ კრიპტოვალუტა WhiteBIT-დან საფულის მისამართზე სწორად?

ბირჟის ნებისმიერ მომხმარებელს ერთხელ მაინც დასჭირვებია თავის საფულეზე/ბარათზე თანხის გადატანა. WhiteBIT-ზე წარმოდგენილია 270-ზე მეტი ციფრული აქტივი, ამიტომ აუცილებელია იმის ცოდნა, თუ როგორ გაიტანო სახსრები  სწრაფად და მარტივად.  ამ  სტატიაში ჩვენ გასწავლით, თუ როგორ გადაიტანო კრიპტოვალუტა  ბლოკჩეინის მისამართზე.

 

დავუშვათ,  გჭირდება BTC-ის შენი საფულის მისამართზე გადმოტანა.

  1. გახსენი “ბალანსების” განყოფილება  და შეარჩიე სასურველი  კრიპტოვალუტა (მაგალითად, BTC) „ჯამური“ ან „ძირითადი“ ბალანსიდან გასატანად. ამის შემდეგ გაიხსნება გატანის სპეციალური გვერდი.

  1. აირჩიე მეთოდი (მისამართი), ქსელი და მისამართის ტიპი (საჭიროებისამებრ)

  1. ყურადღებით შეიყვანე საფულის მისამართი, რომელზეც  თანხების გაგზავნა გსურს. გარდა ამისა, შეგიძლია QR მისამართის სკანირება "ჩასმის" გვერდით მდებარე ღილაკის გამოყენებით.
  1. მიუთითე თანხა (მაგალითისთვის მოცემულია  BTC-ში) და დააჭირე ღილაკს "გაგრძელება". შეამოწმე დეტალები დადასტურების ფანჯარაში.

  1. იმავე ფანჯარაში შეიყვანე უსაფრთხოების კოდი, რომელსაც მიიღებ WhiteBIT-ზე რეგისტრაციისას მითითებულ ელფოსტაზე, და ასევე ავთენტიფიკაციის კოდი. ამის შემდეგ დააჭირე დადასტურების ღილაკს.

მზადაა! გატანას ჩვეულებრივ გარკვეული დრო სჭირდება. ეს დამოკიდებულია ბლოკჩეინის ქსელის დატვირთვაზე, რომელზეც ფულის გაგზავნას აირჩევთ. ყველა ტრანზაქციის ისტორიის შემოწმება შესაძლებელია "ისტორიის" ჩანართში, ხოლო ტრანზაქციის სტატუსის შემოწმება შესაძლებელია ვებ ბრაუზერში მის დეტალებზე დაწკაპუნებით.

დაგეხმარათ სტატია?

0-ს 0-დან გამოადგა ეს სტატია