ჩვენს ბირჟაზე თანხების გამოტანის რამდენიმე მეთოდი არსებობს, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია Checkout.
Checkout.com საერთაშორისო გადახდის სერვისია, რომელიც უსაფრთხო ფინანსურ ტრანზაქციებს უზრუნველყოფს. ის გთავაზობთ ფინანსური მომსახურების ფართო სპექტრს და სპეციალიზებულია ონლაინ გადახდებში.
Checkout უზრუნველყოფს სახსრების სწრაფ და მოსახერხებელ გატანას სხვადასხვა ვალუტაში პლატფორმის საშუალებით, მათ შორის EUR, USD, TRY, GBP, PLN, BGN და CZK. მოდი გავარკვიოთ როგორ გამოვიყენოთ ეს მეთოდი ბირჟიდან თანხის გასატანად.
Checkout სერვისის მეშვეობით თანხის განაღდების საკომისიო შეიძლება მერყეობდეს 1,5%-დან 3,5%-მდე, ბარათის გამცემის ადგილმდებარეობის მიხედვით. ასე რომ, ყურადღება მიაქციე არსებულ საკომისიოს.
როგორ გამოვიტანოთ თანხები Checkout-ის მეშვეობით?
- გადადი „ბალანსების“ გვერდზე;
- აირჩიე ეროვნული ვალუტა, რომლის გატანაც გსურს (მაგ. EUR) შენი ჯამური ან ძირითადი ბალანსიდან;
- აირჩიე „Checkout Visa/Mastercard“ მეთოდი;
- დაამატე ბარათი, რომელზეც თანხის გადატანა გსურს ან დააწკაპუნე შენახულ ბარათზე;
- შეიყვანე საჭირო თანხა, აქ გამოჩნდება საკომისიოს მოცულობა და ჩასარიცხი თანხის ოდენობა. დააჭირე "გაგრძელებას";
გთხოვთ, ყურადღებით შეამოწმო ინფორმაცია დადასტურების ფანჯარაში. შეიყვანე ელექტრონული ფოსტით მიღებული კოდი და ავთენტიფიკაციის კოდი. თუ ყველაფერი სწორია, ისევ „გაგრძელებას“დააჭირე.
სისტემა გატანის მოთხოვნას 48 საათის განმავლობაში დაამუშავებს.
Checkout სერვისით თანხების გატანა არის სწრაფი და მოსახერხებელი გზა შენი კრიპტო შემოსავლების ეროვნულ ვალუტაში გადასაყვანად. გაიტანე ფული სწრაფად და საიმედოდ, რადგან შენ ადგენ კომფორტის დონეს!
მხარდაჭერა
ჩვენს ბირჟასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ:
- დატოვოთ მოთხოვნა ჩვენს ვებგვერდზე;
- მოგვწეროთ მხარდაჭერის ელ-ფოსტაზე: support@whitebit.com;
- ან ჩატში ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ღილაკზე დაწკაპუნებით (WhiteBIT აპლიკაციაში ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში ღილაკზე დაჭერით).