AML (Anti-Money Laundering) არის ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და მასობრივი დესტრუქციის იარაღების წარმოების დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლას.
AML შემოწმებების ფუნქცია შექმნილია იმისათვის, რათა თავიდან იქნეს არიდებული WhiteBIT-ის ნებისმიერი სახის უკანონო ქმედებებში ჩართულობა. შეგიძლიათ მეტი შეიტყოთ AML-ისა და ჩვენი AML პოლიტიკის შესახებ აქ.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: AML შემოწმებები ხელმისაწვდომია ექსკლუზიურად რეგისტრირებული და შესული მომხმარებლებისთვის, რომლებმაც დაასრულეს KYB დადასტურება.
სად შეიძლება AML შემოწმებების პოვნა?
AML გვერდი შეგიძლიათ იპოვოთ "პროდუქტების" ჩამოსაშლელ სიაში, საიტის მთავარი გვერდის ზედა ნაწილში.
და ასევე ვებგვერდის ბოლოში სათაურის ქვეშ - "პროდუქტები და მომსახურება". მასზე გადასასვლელად დააწკაპუნეთ სახელზე - “AML”
ამ გვერდზე შეგიძლიათ შეამოწმოთ მისამართი ფულის გათეთრებაში მონაწილეობაზე.
მასზე მოცემულია (ზემოდან ქვემოდან):
- მომსახურების დასახელება და მოკლე აღწერა;
- ველები ტიკერის არჩევისა და გადასამოწმებელი მისამართის შესაყვანად;
ჩამოსაშლელ სიაში, მას შემდეგ რაც დააჭერთ ღილაკს „შესამოწმებელი ვალუტა“, შეგიძლიათ აირჩიოთ ვალუტა, რომლის მისამართის შემოწმებაც გსურთ — BTC, LTC, TRX, USDT(ERC20), ETH(ERC20) ან BCH.
ველში, სახელწოდებით "მისამართი", თქვენ უნდა შეიყვანოთ მისამართი, რომლის შემოწმებაც გსურთ.
შემოწმება რამდენიმე მსოფლიო დონის პროვაიდერის გამოყენებით ტარდება.
საკომისიო ფიქსირებულია - 1 USDT, ის გამოიქვითება თქვენი მთავარი ბალანსიდან.
თუკი მისამართის შესამოწმებლად საკმარისი ბალანსი გაქვთ, ღილაკი „შემოწმება“ გაყვითლდება - ეს ნიშნავს, რომ ის გააქტიურებულია.
ხშირად დასმული კითხვები
არსებობს თუ არა პროცენტული სკალა, რომელიც აჩვენებს რას ნიშნავს კონკრეტული პროცენტი?
ასეთი სკალა ჯერ-ჯერობით არ გვაქვს შემუშავებული პლათფორმაზე, თუმცა მისი შექმნა იგეგმება.
თუ გსურთ მეტი შეიტყოთ მაღალი რისკის კატეგორიების შესახებ და რატომ არიან ისინი მაღალი რისკის, გააჩერეთ კურსორი "?" ხატულაზე, რათა მიიღოთ მეტი ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო ინდიკატორის შესახებ.
რა არის ზუსტი ქულა წარმატებული დეპოზიტისთვის AML-ის შემოწმებისას?
AML-ის გადამოწმების პროცედურა კომპლექსურია და ხორციელდება მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით. ნებისმიერი ტრანზაქცია WhiteBIT-ზე მოწმდება ჩვენი AML/CFT სერვისის მიერ. თუმცა, თანხების დაბლოკვის ალბათობა უფრო მაღალია, როდესაც რისკის დონე არის 5% ან მეტი.
AML ბლოკის შემთხვევაში დეპოზიტების დაბრუნების პროცედურების შესახებ მეტის გასაგებად გირჩევთ წაიკითხოთ შესაბამისი სტატია.
მხარდაჭერა
ჩვენს ბირჟასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ:
- დატოვოთ მოთხოვნა ჩვენს ვებგვერდზე;
- მოგვწეროთ მხარდაჭერის ელ-ფოსტაზე: support@whitebit.com;
- ან ჩატში ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ღილაკზე დაწკაპუნებით.