იმისათვის, რომ გაიაროთ KYC ვერიფიკაცია და შეძლოთ ჩვენი ბირჟის ინსტრუმენტების სრული ასორტიმენტის გამოყენება, საჭიროა რომ შექმნათ ანგარიში WhiteBIT-ზე.
რეგისტრაციის პროცესს მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება.
როგორ დავრეგისტრირდეთ?
- მიჰყევით ბმულს https://whitebit.com/auth/register ან დააწკაპუნეთ „ავტორიზაცია“-ზე ვებგვერდის ზედა მარჯვენა კუთხეში.
- შეიყვანეთ თქვენი ელ-ფოსტის მისამართი და ძლიერი პაროლი შესაბამის ველებში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ: პაროლი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 8 სიმბოლოსგან და შეიცავდეს მინიმუმ 1 პატარა ასოს, 1 დიდ ასოს, 1 ციფრს და 1 სიმბოლოს.
ასევე შეგიძლიათ შეიყვანოთ რეფერერის ID (რეფერერი არის მომხმარებლის, რომელსაც უკვე აქვს WhiteBIT-ის ანგარიში და მოგიწვიათ ჩვენს ბირჟაზე).
თქვენ ასევე შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ თქვენი Google ან Apple ანგარიშის გამოყენებით. რეგისტრაციისთვის დააწკაპუნეთ ერთ-ერთ ვარიანტზე: „დარეგისტრირდით Google-ით“ ან „დარეგისტრირდით Apple-ით“.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: თქვენ ვერ შეძლებთ თქვენს WhiteBIT ანგარიშში შესვლას რეგისტრაციის შემდეგ თქვენი Google/Apple ელ-ფოსტისა და პაროლის გამოყენებით, სანამ არ შეცვლით პაროლს.
რეგისტრაციის შემდეგ თქვენი ანგარიშის ზოგად პარამეტრებში თქვენი ელ-ფოსტა იქნება დაფარული და სრული ელ-ფოსტის მიღება შესაძლებელი იქნება მოთხოვნის შემდეგ.
- მონიშნეთ ველები, რომ ეთანხმებით მომხმარებლის ხელშეკრულებას, კონფიდენციალურობის პოლიტიკას და ადასტურებთ, რომ თქვენ არ ხართ აკრძალული ქვეყნებისა და ტერიტორიების მოქალაქე ან რეზიდენტი.
- დააჭირეთ ღილაკს "გაგრძელება" და ეკრანზე რეგისტრაციის დადასტურების ფანჯარა გამოჩნდება.
- ოპივეთ თქვენ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნილი 4-ნიშნა კოდი, შეიყვანეთ ის შესაბამის ველში და დააჭირეთ ღილაკს "დადასტურება"
როგორ დავრეგისტრირდე მობილური აპლიკაციის გამოყენებით?
- ჩამოტვირთეთ და გახსენით WhiteBIT მობილური აპლიკაცია.
- გახსენით მთავარი გვერდი და დააკლიკეთ ღილაკს "რეგისტრაცია".
- შეიყვანეთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი და შექმენით ძლიერი პაროლი ახალ ჩანართში.
ასევე შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ მობილურ აპლიკაციაში თქვენი Google ან Apple ანგარიშის გამოყენებით. რეგისტრაციისთვის აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი: „დარეგისტრირდით Google-ით“ ან „დარეგისტრირდით Apple-ით“.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: თქვენ ვერ შეძლებთ თქვენს WhiteBIT ანგარიშში შესვლას რეგისტრაციის შემდეგ თქვენი Google/Apple ელ-ფოსტისა და პაროლის გამოყენებით, სანამ არ შეცვლით პაროლს.
რეგისტრაციის შემდეგ თქვენი ანგარიშის ზოგად პარამეტრებში თქვენი ელ-ფოსტის მისამართი იქნება დაფარული და მისი მიღება შესაძლებელი იქნება მოთხოვნის შემდეგ.
- წაიკითხეთ მომხმარებლის კონტრაქტი, კონფიდენციალურობის პოლიტიკა, შეზღუდული ქვეყნების სია და დაადასტურეთ თქვენი თანხმობა.
- დააჭირეთ ღილაკს "გაგრძელება". თქვენ ავტომატურად გადამისამართდებით ელ.ფოსტის დადასტურების გვერდზე.
- შეამოწმეთ ელ-ფოსტა. თქვენ მიიღებთ წერილს WhiteBIT-ისგან 4-ნიშნა კოდით, თქვენ უნდა შეიყვანოთ ეს კოდი შესაბამის ველში ელ.ფოსტის დადასტურების გვერდზე. გთხოვთ არ დახუროთ გვერდი. ასევე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კოდი მოქმედებს 3 წუთის განმავლობაში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: ჩვენ გირჩევთ, ჩართოთ 2FA და ანტი-ფიშინგ ფუნქცია, რათა დამატებით დაიცვათ თქვენი ანგარი.
თუ თქვენ რეფერალური ბმულის საშუალებით დარეგისტრირდით, ის ავტომატურად დაუკავშირდება თქვენს ანგარიშს.
ისიამოვნეთ ჩვენი ბირჟის ყველა უპირატესობით და მიიღეთ სარგებელი WhiteBIT-თან ერთად!
მხარდაჭერა
ჩვენს ბირჟასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ:
- დატოვოთ მოთხოვნა ჩვენს ვებგვერდზე;
- მოგვწეროთ მხარდაჭერის ელ-ფოსტაზე: support@whitebit.com;
- ან ჩატში ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ღილაკზე დაწკაპუნებით.