აქტივის დეპოზიტი/გატანა/ვაჭრობა შეზღუდულია. როგორ მოვიქცეთ?

პერიოდულად, ტექნიკური განახლებების გამო, გარკვეული ფუნქციონალი შეიძლება დაიხუროს კონკრეტული აქტივებისთვის, მაგალითად:

  • დეპიზიტი;
  • გატანა;
  • ვაჭრობა;
  • კონვერტაცია;
  • ან, ზემოაღნიშნული ფუნქციების ნებისმიერი შესაძლო კომბინაცია კონკრეტული აქტივისთვის.

ჩვენი ტელეგრამის არხი, ”WhiteBIT notifications”, არის ინფორმაციის პირველადი წყარო კონკრეტული აქტივების ფუნქციონალობის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. მკაცრად რეკომენდირებულია გამოიწეროთ ეს არხი ჩვენს ბირჟაზე არსებული აქტივების ფუნქციონალის სტატუსის შესახებ განახლებულ ინფორმაციაზე უწყვეტი წვდომისთვის.

მოდით განვიხილოთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ ზემოთ აღწერილი თითოეულ სიტუაციაში.

 

როგორ დავაყენოთ შეტყობინებები ვებ ვერსიაში?

დეპოზიტები და გატანა დახურულია ტექნიკური განახლების გამო

თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ დეპოზიტებისა და განაღდების ხელმისაწვდომობა ღილაკზე „დეპოზიტი“ ან „გატანა“ დაკლიკვით „ჯამური”ან ”მთავარი”ბალანსის გვერდზე. თუ ტრანზაქციები მიუწვდომელია, თქვენ იხილავთ შეტყობინებას დეპოზიტის/გატანის ფანჯარაში.

 

კონკრეტული აქტივისთვის დეპოზიტის ფუნქციონირების განახლების შესახებ ელფოსტის შეტყობინების მისაღებად, მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს:

  1. დააწკაპუნეთ ღილაკზე „დეპოზიტი“ და შემდეგ ფანჯარაში გამოჩნდება საინფორმაციო შეტყობინება, რომელშიც ნათქვამია, რომ კონკრეტული აქტივისთვის დეპოზიტის ფუნქცია დროებით მიუწვდომელია.

  1. შემდეგ გააქტიურეთ სლაიდერი საინფორმაციო შეტყობინების ქვემოთ (გააქტიურებული სლაიდერი მონიშნულია მწვანედ).

  1. შემდეგ, pop-up შეტყობინებაში, სისტემა გაცნობებთ, რომ კონკრეტული აქტივისთვის დეპოზიტის ფუნქციის აღდგენის შემდეგ, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას თქვენს ანგარიშთან დაკავშირებულ ელ-ფოსტის მისამართზე.

კონკრეტული აქტივისთვის გატანის ფუნქციონირების განახლების შესახებ შეტყობინების მისაღებად, მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს:

  1. დააკლიკეთ ღილაკზე "გატანა" და შემდეგ ფანჯარაში გამოჩნდება საინფორმაციო შეტყობინება იმის შესახებ, რომ დახურულია სახსრების გატანა კონკრეტული აქტივისთვის.

  1. შემდეგ გააქტიურეთ სლაიდერი საინფორმაციო შეტყობინების ქვემოთ (გააქტიურებული სლაიდერი მონიშნულია მწვანედ).

  1. ამის შემდეგ, pop-up შეტყობინებაში, სისტემა შეგატყობინებთ, რომ მას შემდეგ რაც აღდგება კონკრეტული აქტივების გატანის ფუნქცია, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას თქვენს ანგარიშთან დაკავშირებულ ელ-ფოსტის მისამართზე.

აქტივის ვაჭრობა და კონვერტაციის ვარიანტი დახურულია ტექნიკური განახლების გამო

იმისათვის, რომ შეამოწმოთ ვაჭრობის მიმდინარე სტატუსი ან ბირჟაზე კონკრეტული აქტივის ფუნქციონალობის კონვერტაცია, მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს:

  1. გადადით "სავაჭრო” ბალანსზე (ან ”მარჟის” ბალანსზე მარჟისა და ფიუჩერსებით ვაჭრობისთვის).


გთხოვთ გაითვალისწინოთ: შესაბამისი ღილაკი გახდება წითელი, თუ ვაჭრობის ან კონვერტაციის ფუნქცია დახურულია კონკრეტული აქტივისთვის.

  1. დააწკაპუნეთ ღილაკზე „ვაჭრობა“ ან „კონვერტირება“ და ნახავთ საინფორმაციო შეტყობინებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ვაჭრობა ან კონვერტაცია, შესაბამისად, დროებით მიუწვდომელია.

შეტყობინებების დაყენება მობილურ აპლიკაციაში

აქტივის დეპოზიტი და გატანა დახურულია ტექნიკური განახლების გამო

თუ კონკრეტული აქტივის თანხების დეპოზიტისა და გატანის ფუნქცია დახურულია, ღილაკები „დეპოზიტი“ და „გატანა“ წითელი გახდება. ამის ნახვა შეგიძლიათ "საფულის" განყოფილებაში, "ჯამური" ან "მთავარი" ბალანსის ქვეშ. თქვენ ამას დააკვირდებით, როდესაც ირჩევთ ამ კონკრეტულ აქტივთან დაკავშირებულ ნიშანს.

კონკრეტული აქტივისთვის დეპოზიტის აღდგენის შესახებ შეტყობინების მისაღებად, თქვენ უნდა:

  1. დააკლიკეთ წითელ ღილაკზე "დეპოზიტი". გამოჩნდება შეტყობინება, რომელშიც ნათქვამია, რომ ამ კონკრეტული აქტივისთვის დეპოზიტის ფუნქცია დროებით მიუწვდომელია.

  1. შემდეგ გაააქტიურეთ სლაიდერი საინფორმაციო შეტყობინების ქვემოთ (გააქტიურებული სლაიდერი მონიშნული იქნება მწვანედ) და დააკლიკეთ ღილაკზე „დადასტურება“.

  1. როდესაც სლაიდერი გააქტიურდება, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას ელექტრონული ფოსტით, როდესაც აღდგება ტრანზაქციის ფუნქციონირება კონკრეტული აქტივისთვის. ეს შეტყობინება გაიგზავნება თქვენს ანგარიშთან დაკავშირებულ ელ-ფოსტის მისამართზე.

კონკრეტული აქტივისთვის გატანის ფუნქციონირების განახლების შესახებ შეტყობინების მისაღებად, თქვენ უნდა:

  1. დააკლიკეთ წითელ ღილაკზე "გატანა". გამოჩნდება შეტყობინება, რომელშიც ნათქვამია, რომ ამ კონკრეტული აქტივის განაღდების ფუნქცია დროებით მიუწვდომელია.

  1. შემდეგ გაააქტიურეთ სლაიდერი საინფორმაციო შეტყობინების ქვემოთ (გააქტიურებული სლაიდერი მონიშნული იქნება მწვანედ) და დააკლიკეთ ღილაკზე „დადასტურება“.

  1. როდესაც ზემოაღნიშნული სლაიდერი გააქტიურდება, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას ელფოსტით, როდესაც აღდგება კონკრეტული აქტივის ფუნქცია. შეტყობინებას მიიღებთ თქვენს ანგარიშთან დაკავშირებულ ელ-ფოსტის მისამართზე.

აქტივის კონვერტაცია ან ვაჭრობა დახურულია ტექნიკური განახლების გამო

სამწუხაროდ, ვაჭრობის/კონვერტაციისთვის აქტივის ხელმისაწვდომობის სტატუსის შესამოწმებლად ფუნქცინალი ჯერ არ არის დანერგილი WhiteBIT აპლიკაციაში. სამაგიეროდ, ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ:

გთხოვთ გაითვალისწინოთ: შეტყობინებები კონკრეტული აქტივების ვაჭრობის/კონვერტაციის ფუნქციების განახლების შესახებ ექსკლუზიურად ქვეყნდება ჩვენს ტელეგრამის არხზე, WhiteBIT notifications.

მხარდაჭერა

ჩვენს ბირჟასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ:

  • დატოვოთ მოთხოვნა ჩვენს ვებგვერდზე;
  • მოგვწეროთ მხარდაჭერის ელ-ფოსტაზე: support@whitebit.com;
  • ან ჩატში ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ღილაკზე დაწკაპუნებით.

დაგეხმარათ სტატია?

2-ს 2-დან გამოადგა ეს სტატია