შპს Pay Unicard არის პირველი არასაბანკო დაწესებულება საქართველოში, რომელიც თავის მომხმარებლებს სთავაზობს ელექტრონულ საფულეს UNIWallet და არასაბანკო გადახდის UNIcard Visa/Mastercard ბარათებს, ასევე UNIcard ლოიალობის ბარათს.
ჩვენს ვებსაიტზე PayUnicard-ის გამოყენებით თანხის გასატანად, მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს:
- ნავიგაცია გატანის გვერდზე
ჩვენი ბირჟის ვებგვერდის მთავარ მენიუში დააკლიკეთ ღილაკზე "ბალანსები" და აირჩიეთ "ჯამური" ან "მთავარი".
- ვალუტის შერჩევა
აირჩიეთ ვალუტა, რომლის გატანაც გსურთ სიაში, ან შეიყვანეთ ეროვნული ვალუტის ტიკერი საძიებო ზოლში და შემდეგ დააკლიკეთ ღილაკზე, „გატანა“.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ: PayUnicard Pay-ის გამოყენებით შესაძლეველია მხოლოდ შემდეგი ეროვნული ვალუტების გატანა: ევრო, აშშ დოლარი და ლარი.
- პროვაიდერის არჩევა
პროვაიდერების სიაში, აირჩიეთ PayUnicard.
მიუთითეთ გასატანი თანხა, თქვენი PayUnicard ანგარიშის ნიკნეიმი და დააკლიკეთ ღილაკზე "გაგრძელება". თქვენ ავტომატურად გადამისამართდებით გადახდის სისტემის გვერდზე.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ: იმისათვის, რომ იპოვოთ თქვენი ნიკნეიმი PayUnicard ანგარიშში, აირჩიეთ "პროფილი" მარცხენა მენიუში, შემდეგ "ავტორიზაციის პარამეტრები", შემდეგ "პერსონალური ინფორმაცია", გახსნის ფანჯარაში, ნახავთ "მომხმარებლის სახელი"-ს ველს. დააკოპირეთ და გამოიყენეთ იგი გატანის პროცესში.
- გატანის დადასტურება
გატანის მოთხოვნის დასადასტურებლად:
- შეიყვანეთ ელ-ფოსტაში მიღებული კოდი. ეს კოდი მოქმედია 180 წამის განმავლობაში;
- შეიყვანეთ 2FA კოდი თქვენი ავტორიზაციის აპლიკაციიდან;
- შეიყვანეთ კოდი, რომელსაც მიიღებთ PayUnicard-ზე რეგისტრაციისას მითითებული ტელეფონის ნომრზე და PayUnicard-ის ანგარიშის 2FA კოდი, თუ ის გააქტიურებული გაქვთ.
შესრულებულია! ახლა თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ ინფორმაცია თქვენი ტრანზაქციის შესახებ "ისტორიის" განყოფილებაში. "მთავარი" და "გატანის" ჩანართებში გექნებათ წვდომა თქვენი გადახდის დეტალებზე.
ჩვენს მობილური აპლიკაციაში PayUnicard-ით გატანის შესასრულებლად მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს :
1. ნავიგაცია გატანის ფორმაზე
გახსენით WhiteBIT აპლიკაციის მთავარი გვერდი, გადადით "საფულის" ჩანართში და აირჩიეთ ღილაკი "გატანა".
2. ვალუტის შერჩევა
მოძებნეთ ვალუტა, რომლის გატანაც გსურთ სიაში ან შეიყვანეთ სასურველი ვალუტის ტიკერი საძიებო ცელში და დააწკაპუნეთ მასზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: PayUnicard-ის გამოყენებით ამჟამად შესაძლებელია შემდეგი ვალუტების გატანა; EUR, USD, GEL.
3. პროვაიდერის არჩევა
პროვაიდერების სიაში აირჩიეთ PayUnicard გატანა შესაბამის ვალუტაში.
მიუთითეთ გასატანი თანხა, თქვენი PayUnicard ანგარიშის ნიკნეიმი, დაეთანხმეს გადახდის პირობებს და დასწირეთ ღილაკს "გაგრძელება". თქვენ ავტომატურად გადამისამართდებით გადახდის გვერდზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: იმისათვის, რომ იპოვოთ თქვენი PayUnicard-ის ნიკნეიმი, დააწკაპუნეთ ანგარიშის ხატულაზე მარცხენა მენიუში, შემდეგ აირჩიეთ "ავტორიზაციის პარამეტრები", შემდეგ "პერსონალური ინფორმაცია". გამოჩენილ ფანჯარაში ნახავთ ველს "მომხმარებლის სახელი", დააკოპირეთ და გამოიყენეთ იგი გაატანის შესასრულებლად.
4. გატანის დადასტურება
გატანის მოთხოვნის დასადასტურებლად და შესაქმნელად, თქვენ უნდა:
- შეიყვანეთ ელ-ფოსტაზე მიღებული კოდი. ეს კოდი მოქმედია 180 წამის განმავლობაში;
- შეიყვანეთ 2FA კოდი Google Authenticator აპლიკაციიდან ან ალტერნატიული აპლიკაციიდან;
- შეიყვანეთ კოდი PayUnicard-ში რეგისტრაციისას მითითებული ტელეფონის ნომრის გამოყენებით ან თქვენი PayUnicard ანგარიშის 2FA, თუ გაქვთ.
შესრულებულია! ტრანზაქციის სტატუსის შესამოწმებლად, გადადით WhiteBIT აპლიკაციის Wallet განყოფილებაში და დააწკაპუნეთ ღილაკზე ისტორია.
"მთავარი" და "გატანის" ჩანართებში ნახავთ თქვენი გადახდის დეტალებს.
მხარდაჭერა
ჩვენს ბირჟასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ:
- დატოვოთ მოთხოვნა ჩვენს ვებგვერდზე;
- მოგვწეროთ მხარდაჭერის ელ-ფოსტაზე: support@whitebit.com;
- ან ჩატში ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ღილაკზე დაწკაპუნებით.