ჩვენს ბირჟაზე თქვენ შეგიძლიათ იხილოთ თანხის ეროვნულ ვალუტაში გატანის დიდი არჩევანი, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია GEO Pay ელექტრონული საფულე. ეს არის უკრაინული სერვისი, რომელიც საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ P2P გადახდები, შეავსოთ და გაიტანოთ ფიატი მათი შემდგომი გაცვლისთვის ციფრულ აქტივებზე პარტნიორ ბირჟებთან.
UAH-ის გასატანად ჩვენი ბირჟიდან, თქვენ უნდა შექმნათ ანგარიში GEO Pay პლატფორმაზე.
ჩვენს ვებგვერდზე გაქვთ შესაძლებლობა გაიაროთ KYC პროცედურა და ასევე ჩართოთ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია. სერვისის დეტალურ ფუნქციონალთან გასაცნობათ ეწვიეთ FAQ განყოფილებას.
როგორ განახორციელოთ გატანა?
UAH-ის გატანას შეძლებთ რამდენიმე მარტივი ნაბიჯის მიხედვით:
- დარწმუნდით, რომ თქვენი თანხა არის ძირითად ბალანსზე;
- დააჭირეთ "საფულეს" (ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში);
- აქტივების სიაში მოიძიეთ UAH და დააჭირეთ შესაბამის ხაზს;
- აირჩიეთ "გატანა";
- გატანის ფანჯარაში აირჩიეთ გადახდის საშუალებად - UAH GeoPay ელექტრონული საფულე.
- შემდეგ "თანხის" ველში მიუთითეთ თანხა, რომლის გატანაც გსურთ და ასევე GEO Pay ანგარიშის ნომერი.
როგორ გაიგოთ თქვენი ანგარიშის ნომერი?
თქვენი ანგარიშის ნომრის გასარკვევად უნდა შეხვიდეთ თქვენს პირად GEO Pay-ს ანგარიშზე. თქვენს სახელში მოცემულ ID-ის იხილავთ ეკრანის მარჯვენა ზედა კუთხეში. დააკოპირეთ ანგარიშის ნომერი და ჩასვით ჩვენს ბირჟაზე გატანის ფანჯარაში Client ID GEO Pay ველში.
შემდეგ უნდა დააჭიროთ "გაგრძელებას" და დაადასტუროთ ტრანზაქცია.
გატანის დადასტურება
გატანის დასადასტურებლად, თქვენ უნდა შეიყვანოთ ვერიფიკაციის კოდი, რომელიც გამოგეგზავნებათ თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე, კოდი იქნება მოქმედი 180 წამი. თუ რაიმე მიზეზის გამო ვერ შეძლებთ კოდის მიღებას გატანას დასადასტურებლად, გთხოვთ ასეთ შემთხვევაში გაეცნოთ ჩვენს სტატიას შემდგომი ნაბიჯების შესახებ. ასევე თუ თქვენს ანგარიშზე ჩართულია ორფაქტორიანი ავთენთიფიკაცია, თქვენ უნდა შეიყვანოთ 2FA კოდი აპლიკაციიდან.
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
UAH GEO Pay-ის გატანა ჩვენს ბირჟაზე ხელმისაწვდომია კომისიის გარეშე! გატანის ფანჯარაში მხოლოდ დღიური მაქსიმალური თანხა იქნება წარმოდგენილი. ყოველ ტრანზაქციას ახლავს ლიმიტი: თანხის გატანის მინიმალური (UAH 50) და მაქსიმალური (UAH 200 000) ოდენობა. ამ მონაცემების ნახვა შეგიძლიათ "კომისიების" გვერდზე. ამისათვის გადადით გადადით თქვენი ანგარიშის პარამეტრებში, მარცხენა ზედა კუთხეში დააკლიკეთ პატარა კაცის ბორბალს, შემდეგ გახსენით განყოფილება "ინფორმაცია WhiteBIT-ის შესახებ" და "საკომისიოები".
თუმცა, მიმღებ მხარეს, კერძოდ GEO Pay-ს, შეუძლია ასევე დააწესოს საკომისიოები და ლიმიტები.
მზად არის! UAH GEO Pay-ს გატანა დასრულებულია. თქვენ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ტრანზაქციის სტატუსს და დეტალებს ჩვენს ბირჟაზე, როგორც გატანის ისტორიაში, ასევე GEO Pay ვებსაიტზე "ისტორიის" განყოფილებაში. ტრანზაქციის საპოვნელად WhiteBIT-ის აპლიკაციაში თქვენ უნდა აირჩიოთ განყოფილება "საფულე", შემდეგ აირჩიოთ ძირითადი ბალანსი, შემდეგ "ისტორია" და "გატანა" ეკრანის ზედა ნაწილში. თანხის გატანას შესაძლოა 48 საათამდე დასჭირდეს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
GEO Pay სერვისზე შესაძლებელია UAH-ის გატანა ბანკის ბარათზე (რეკომენდებულია აქტუალური კომისიის გადამოწმება GEO Pay-ს ვებგვერდზე), თუმცა GEO Pay საფულით ონლაინ გადახდა არ არის შესაძლებელი.
მხარდაჭერა
ჩვენს ბირჟასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ:
- დატოვოთ მოთხოვნა ჩვენს ვებგვერდზე;
- მოგვწეროთ მხარდაჭერის ელ-ფოსტაზე: support@whitebit.com;
- ან ჩატში ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ღილაკზე დაწკაპუნებით (WhiteBIT აპლიკაციაში ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში ღილაკზე დაჭერით).