კრიპტო დაკრედიტების გეგმით სარგებლობის საღელმძღვანელო

კრიპტოვალუტის დაკრედიტება საშუალებას გაძლევთ გარკვეული აქტივები შეინახოთ ბირჟაზე პროცენტული მოგების სანაცვლოდ. ის ხელმისაწვდომია გარკვეულ კრიპტოვალუტებისთვის წინასწარ განსაზღვრული გეგმების სახით. მოგება ირიცხება იმ კრიპტოვალუტაში, რომელშიც გაიხსნა გეგმა.

გეგმები განსხვავდება შემოსავლის პროცენტის, სესხის გაცემის პერიოდებისა და სესხის მინიმალური/მაქსიმალური დაშვებული რაოდენობის მიხედვით. ეს არის უსაფრთხო და მოსახერხებელი გზა ჩვენს ბირჟაზე მოგების მისაღებად.

როგორ გავხსნათ კრიპტო-დაკრედიტების გეგმა ჩვენი ბირჟის ვებსაიტზე?

ჩვენს ბირჟაზე კრიპტოვალუტის დაკრედიტების გეგმის გასახსნელად:

  1. გადადით კრიპტო დაკრედიტების გვერდზე პროდუქტების განყოფილებიდან, რომელიც საიტის ზედა ზოლში მდებარეობს.

 

  1. აირჩიეთ სასურველი აქტივის ერთ-ერთი გეგმა. ამისათვის თქვენ უნდა იპოვოთ აქტივი მოცემულცსიაში ან საძიებო ველის მეშვეობით (შეიყვანეთ ტოკენის/მონეტის სახელი), აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვადა და დააწკაპუნეთ ყვითელ ღილაკზე „აირჩიე გეგმა“.

 

ამ სიაში შეგიძლიათ იხილოთ პროცენტი, რომელსაც მიიღებთ შერჩეული გეგმის ვადის ამოწურვის შემდეგ. თქვენ ასევე შეგიძლიათ იხილოთ თანხების მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობა თითოეული აქტივისთვის კრიპტო დაკრედიტების გეგმის გასახსნელად.

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ გვერდის ზედა ნაწილში გაქვთ შეგიძლიათ პირდაპირ მარტივად აირჩიოთ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გეგმებიდან ჩვენს ბირჟაზე.

 

  1. დარწმუნდით, რომ გეგმის გასახსნელად საჭირო თანხები თქვენს ძირითადი ბალანსზეა ან შეიტანეთ დეპოზიტი შერჩეულ კრიპტოვალუტაში მთავარ ბალანსზე.
  2. მიუთითეთ სახსრების ოდენობა, რომლის ჩართვაც გსურთ გეგმაში და დააწკაპუნეთ ღილაკზე „გეგმის არჩევა“. იმავე ფანჯარაში შეგიძლიათ შეცვალოთ გეგმის ვადა და ნახოთ სავარაუდო შემოსავალი.

 

შესრულებულია! გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ გეგმის გახსნის შემდეგ თქვენ ვერ შეძლებთ მასზე დამატებითი თანხის შეტანას.

გეგმა ავტომატურად დაიხურება წინასწარ განსაზღვრულ ვადაში. პროცენტი ირიცხება ძირითად ბალანსზე პირობებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ.

როგორ დავხუროთ გეგმა ჩვენი ბირჟის ვებსაიტზე?

ნებისმიერი გეგმა შეგიძლიათ დროზე ადრე დახუროთ, თუცა ამ შემთხვევაში შემოსავალი არ დაგერიცხებათ. ამისათვის:

  1. გადადით კრიპტო დაკრედიტების გვერდზე, იპოვეთ განყოფილება "აქტიური გეგმები".

 

  1. აირჩიეთ გეგმა, რომლის დახურვაც გსურთ და დააკლიკეთ ღილაკზე „გეგმის დახურვა“.

 

ამის შემდეგ თქვენი სახსრების ავტომატურად დაბრუნდება ძირითად ბალანსზე მოგების გარეშე.

როგორ გავხსნათ გეგმა მობილურ აპლიკაციაში?

გეგმის გასახსნელად, ჯერ დარწმუნდით, რომ სახსრები არის ძირითად ბალანსზე.

  1. შეეხეთ კრიპტო დაკრედიტების ჩანართს აპლიკაციის მთავარ ეკრანზე.

 

  1. აირჩიეთ სასურველი აქტივი სიიდან.

 

  1. შემდეგ თქვენ უნდა აირჩიოთ გეგმა, მიუთითოთ თანხა და აირჩიოთ “დადასტურება”.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ თითოეული აქტივისთვის დაწესებულია მინიმალური და მაქსიმალური დეპოზიტის თანხა, ეს ინფორმაცია ნაჩვენებია არჩეული აქტივის ფანჯარაში. იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ საკმარისი თანხა გეგმის შესარჩევად, შეგიძლიათ თანხის ჩარიცხვა ამ ფანჯრის დახურვის გარეშე. ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ გეგმის გახსნის შემდეგ, თქვენ ვერ შეძლებთ დამატებით თანხის ჩარიცხვას.

  1. გახსნილ ფანჯარაში ნახავთ არჩეული გეგმის პირობებს. დააჭირეთ ღილაკს “დადასტურება”.

შესრულებულია, თქვენი გეგმა გახსნილია!

თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ ინფორმაცია აქტიური დაკრედიტების გეგმების შესახებ საფულის ჩანართში, “Earn” განყოფილებაში.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ: ვადის გავსლის შემდეგ გეგმა ავტომატურად იხურება და პროცენტი ირიცხება ძირითად ბალანსზე.

როგორ დავხუროთ გეგმა მობილურ აპლიკაციაში?

თქვენ შეგიძლიათ დახუროთ გეგმა მისი ვადის ამოწურვამდე. ამ შემთხვევაში თანხები დაბრუნდება ძირითად ბალანსზე, მაგრამ თქვენ ვერ მიიღებთ მოგების პროცენტს მათი დაკრედიტებისთვის.

აქტიური გეგმის ნაადრევად დასახურად

  • გადადით კრიპტო დაკრედიტების გვერდზე.
  • აქტიური გეგმების ჩანარში იპოვეთ გეგმა, რომლის დახურვაც გსურთ.
  • დააწკაპუნეთ ღილლაკზე “გეგმის დახურვა”.

 

როდესაც გეგმა დაიხურება, თქვენი სახსრები ავტომატურად დაუბრუნდება ძირითად ბალანსს პროცენტის გარეშე.

ბონუსი ჰოლდინგის კრიპტო დაკრედიტებისთვის

კრიპტო დაკრედიტების გეგმებში ინვესტიციის დროს Tether US-ისთვის (USDT), მომხმარებლებს შეუძლიათ ბონუსი მიიღონ WBT ტოკენების ჰოლდინგში შეტანით.

 

ბონუსის მისაღებად საჭიროა გარკვეული პირობების დაცვა:

  • ეს ეხება მხოლოდ იმ გეგმებს, რომლებიც გაიხსნა იმ დროს, როდესაც ბონუს პროგრამა უკვე მოქმედებდა;
  • ის ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის ჰოლდინგის დონე არ შემცირებულა კრიპტო დაკრედიტების გეგმის მთელი პერიოდის განმავლობაში. თუმცა, ჰოლდინგის დონის გაზრდა მასზე გავლენას არ მოახდენს;
  • უკვე აქტიური გეგმების ბონუსი არ გაიზრდება, თუ ჰოლდინგის დონე გაიზრდება. ეს ნიშნავს, რომ ბონუსის კოეფიციენტი ფიქსირდება ჰოლდინგის დონის მიხედვით კრიპტო დაკრედიტების გეგმის გახსნის დროს;
  • ბონუსის მისაღებად Crypto Lending-ის მთლიანი ოდენობის ლიმიტი არის 600,000 USDT. ეს ნიშნავს, რომ ბონუსი შეიძლება გამოყენებულ იქნას კრიპტო დაკრედიტების გეგმებზე, რომელთა საერთო ზომა არ აღემატება 600,000 USDT. ყველა გეგმა, რომელიც აღემატება ამ თანხას, არ მიიღებს ბონუსს.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ: თუ კრიპტო დაკრედიტების გეგმები გაიხსნება განმეორებით ან ერთდროულად სხვადასხვა დროის ხანგრძლივობით და ამ ინვესტიციების ჯამური ოდენობა არ აღემატება 600,000 USDT-ს, ბონუსი აქტიური იქნება.

ხშირად დასმული კითხვები

რა განსხვავებაა კრიპტო დაკრედიტებასა და Staking-ს შორის?

კრიპტო დაკრედიტება არის საბანკო დეპოზიტის ალტერნატივა, მაგრამ კრიპტოვალუტაში და მეტი ფუნქციით. თქვენ ინახავთ თქვენს კრიპტოვალუტას WhiteBIT-ზე და ბირჟა იყენებს თქვენს აქტივებს მარჟის ვაჭრობაში.

ამავდროულად, თქვენი კრიპტოვალუტის Staking-ში ინვესტიციით, თქვენ მონაწილეობთ სხვადასხვა ქსელის ფუნქციებში ჯილდოს სანაცვლოდ (ფიქსირებული ან პროცენტის სახით). თქვენი კრიპტოვალუტა ხდება Proof-of-Stake პროცესის ნაწილი, რაც ნიშნავს, რომ ის უზრუნველყოფს გადამოწმებას და დაცვას ყველა ტრანზაქციისთვის ბანკის ან სხვა სახის ცენტრალიზებული მენეჯმენტის ჩართულობის გარეშე და თქვენ კი ამისთვის მოგებას იღებთ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ბირჟაზე ამჟამად ხელმისაწვდომია მხოლოდ კრიპტო დაკრედიტების ფუნქცია. ყველა ხელმისაწვდომი გეგმის ნახვა შეგიძლიათ აქ.

Staking ფუნქციის დამატება იგეგმება პლატფორმის მომდევნო განახლებებში.

 

როგორ ხდება მოგების უზრუნველყოფა და რა არის გარანტია იმისა, რომ მე მას მივიღებ?

გეგმის გახსნით თქვენ მატებთ ბირჟას ლიკვიდურობას მის დაფინანსებაში წვლილის შეტანით. ეს ლიკვიდურობა გამოიყენება ტრეიდერების მოსაზიდად. კრიპტოვალუტის ანაბრები, რომლებსაც მომხმარებლები ინახავენ WhiteBIT-ზე, უზრუნველყოფენ მარჟისა და ფიუჩერსებით ვაჭრობას ჩვენს ბირჟაზე. ხოლო მომხმარებლები, რომლებიც ვაჭრობენ ბერკეტებით, იხდიან საკომისიოს ბირჟას. სანაცვლოდ, მეანაბრეები იღებენ მოგებას პროცენტის სახით, ეს არის საკომისიო, რომელსაც ტრეიდერები იხდიან ბერკეტიანი აქტივების გამოყენებით.

იმ აქტივების კრიპტო დაკრედიტება, რომლებიც არ მონაწილეობენ მარჟის ვაჭრობაში, მხარდაჭერილია თავად ამ აქტივების პროექტების მიერ.

ჩვენ ასევე ხაზს ვუსვამთ იმას, რომ უსაფრთხოების დაცვა ჩვენი მტავარი პრიორიტეტია. აქტივების 96% ინახება ცივ საფულეებში და WAF ("ვებ აპლიკაციის Firewall") ბლოკავს ჰაკერების შეტევებს, რაც უზრუნველყოფს თქვენი სახსრების უსაფრთხო შენახვას. ჩვენ შევიმუშავეთ და მუდმივად ვაუმჯობესებთ მოწინავე მონიტორინგის სისტემას ინციდენტების თავიდან ასაცილებლად, რის გამოც მოწინავე პოზიცია გვიჭირავს კიბერუსაფრთხოების რეიტინგში cer.live-ის მიერ.

 

რა ხანგრძლივობის გეგმებია ხელმისაწვდომი?

ამჟამად ხელმისაწვდომი ვადებია: 10, 20, 30, 90, 180 და 360 დღე. საპროცენტო განაკვეთები თითოეული პერიოდისთვის განსხვავებულია, ანუ ორი 180-დღიანი პერიოდი არ უდრის ერთ 360-დღიან პერიოდს. უფრო მომგებიანია გრძელვადიანი გეგმა.

 

როდის ხდება მოგების დარიცხვა?

შემოსავალი ირიცხება გეგმის დახურვის შემდეგ. თუ გეგმას დროზე ადრე შეწყვეტთ, მოგებას ვერ მიიღებთ.

 

შემიძლია თუ არა შევცვალო ჩემი კრიპტო დაკრედიტების გეგმა?

სამწუხაროდ, თქვენ არ შეგიძლიათ განაახლოთ უკვე აქტიური გეგმა, მაგრამ შეგიძლიათ გახსნათ ახალი.

 

შემიძლია ერთზე მეტი გეგმის გახსნა ერთი და იგივე აქტივისთვის ერთდროულად?

თქვენ შეგიძლიათ გახსნათ ერთზე მეტი გეგმა ერთი და იგივე აქტივისთვის, მაგრამ მხოლოდ სხვადასხვა ვადით (თუ არსებობს აქტივისთვის ასეთი ვარიანტი).

 

შემიძლია თუ არა თანხის დამატება უკვე გახსნილ გეგმაში?

სამწუხაროდ, არა. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მარტივად გახსნათ მეორე გეგმა იმავე აქტივისთვის, უბრალოდ სხვა ვადით (თუ არსებობს აქტივისთვის ამის შესაძლებლობა).

 

შემიძლია თუ არა ამჟამად Staking-ში ინვესტირება თქვენს პირჟაზე?

ეს ფუნქცია ამჟამად დამუშავების პროცესშია, მაგრამ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ჩვენს სიახლეებს და გახდეთ ერთ-ერთი პირველი, ვინც ინვესტიციას განახორციელებს Staking-ში ჩვენს პლათფორმაზე.

მხარდაჭერა

ჩვენს ბირჟასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ:

  • დატოვოთ მოთხოვნა ჩვენს ვებგვერდზე;
  • მოგვწეროთ მხარდაჭერის ელ-ფოსტაზე: support@whitebit.com;
  • ან ჩატში ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ღილაკზე დაწკაპუნებით.

დაგეხმარათ სტატია?

0-ს 0-დან გამოადგა ეს სტატია