ZEN არის საერთაშორისო ფინტექ კომპანია. ამ ფინანსურ ინსტიტუტს ლიცენზია აქვს მიღებული ლიტვის ცენტრალური ბანკისგან.
იმისათვის, რომ ZEN საბანკო ანგარიშზე შეიტანოთ სახსრები თქვენი WhiteBIT-ის ანგარიშიდან, თქვენ უნდა მიჰყვეთ შემდეგ ინსტრუქციებს:
- გადადით ჩვენი ბირჟის მთავარ გვერდზე და დააჭირეთ ღილაკს ”ნაშთები”-”ჯამური”/“ძირითადი” ღილაკი.
- დააკლიკეთ ღილაკზე "გატანა” ევროს ვალუტის (EUR) საპირისპირო ხაზში.
- ამის შემდეგ თქვენს ბრაუზერში გაიხსნება ევროს გატანის ფანჯარა. აირჩიეთ EUR ZEN, როგორც თქვენი გადახდის პროვაიდერი.
- თუ არ გაქვთ ანგარიში ZEN პლატფორმაზე, გთხოვთ დარეგისტრირდეთ ამ ბმულზე გადასვლით. თუ უკვე გაქვთ ანგარიში, მისი WhiteBIT ბირჟაზე დასაკავშირებლად გამოიყენეთ იგივე ტელეფონის ნომერი, რომელიც არჩეული გაქვთ თქვენი ZEN ანგარიშის შექმნისას.
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ შეგიძლიათ მხოლოდ ერთი ZEN ანგარიშის მიბმა. გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ თქვენს ZEN ანგარიშში ანგარიშის მფლობელის სახელი იგივეა, რაც WhiteBIT-ისთვის მიწოდებულ KYC დოკუმენტებში.
- თქვენ მიიღებთ შეტყობინებას ZEN აპლიკაციაში თქვენი ტელეფონის დაკავშირების შემდეგ დადასტურებისთვის. პროვაიდერი და ბირჟა დაადასტურებენ თქვენს თანხმობას რამდენიმე წამში და თქვენ შეძლებთ თანხის ჩარიცხვას და გატანას.
- აირჩიეთ ZEN, როგორც WhiteBIT-დან ევროში თანხების გამოტანის მეთოდი. გატანის მოთხოვნის დასადასტურებლად და შესაქმნელად საჭიროა:
- შეიყვანეთ ელ-წერილში მითითებული კოდი. ეს კოდი მოქმედებს 180 წამის განმავლობაში;
- მიუთითეთ 2FA კოდი Google Authenticator-დან ან ალტერნატიული აპლიკაციიდან;
შესრულებულია! ახლა თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი გატანების ისტორია განყოფილებაში - “ძირითადი ბალანსი" - "გატანები". თქვენ შეძლებთ თქვენი გადახდის დეტალების ნახვას.
როგორ გამოვიყენოთ ZEN, WhiteBIT აპლიკაციიდან სახსრების გასატანად?
1. გადადით გატანის ფორმაზე
გახსენით WhiteBIT აპლიკაციის მთავარი გვერდი, გადადით გატანის ფორმაზე "საფულის" ჩანართის საშუალებით და დააკლიკეთ ღილაკზე "გატანა"
2. აირჩიეთ ვალუტა
იპოვეთ EUR (ევრო) სიაში ან ჩაწერეთ მისი ტიკერი საძიებო ზოლში და დააკლიკეთ მასზე.
3. აირჩიეთ პროვაიდერი
გადახდის ვარიანტებიდან აირჩიეთ EUR ZEN, როგორც თქვენი გადახდის პროვაიდერი.
4. თუ არ გაქვთ ZEN ანგარიში შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ბმულის საშუალებით, ან ჩამოტვირთოთ აპლიკაცია. თუ უკვე გაქვთ ანგარიში, გამოიყენეთ იგივე ნომერი, რომელიც აირჩიეთ თქვენი ZEN ანგარიშის შექმნისას პროვაიდერის WhiteBIT ბირჟაზე დასაკავშირებლად.
5. ნომრის დაკავშირების შემდეგ, თქვენ მიიღებთ დადასტურების შეტყობინებას ZEN აპლიკაციაში. პროვაიდერი და ბირჟა დაადასტურებენ თქვენს თანხმობას რამდენიმე წამში და თქვენ შეძლებთ დეპოზიტისა და გატანის შესრულებას.
6. აირჩიეთ ZEN, როგორც WhiteBIT-დან თანხის გატანის მეთოდი. გატანის მოთხოვნის დასადასტურებლად და შესაქმნელად საჭიროა:
- შეიყვანოთ ელ-ფოსტაში მითითებული კოდი. ეს კოდი ვალიდურია 180 წამის განმავლობაში;
- მიუთითოთ 2FA კოდი Google Authenticator-დან ან ალტერნატიული აპლიკაციიდან;
შესრულებულია! თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ ტრანზაქციის სტატუსი ისტორიის განყოფილებაში. "მთავარი" - "გატანის" ჩანართებში თქვენ შეძლებთ თქვენი გადახდის დეტალების ნახვას.
მხარდაჭერა
ჩვენს ბირჟასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ:
- დატოვოთ მოთხოვნა ჩვენს ვებგვერდზე;
- მოგვწეროთ მხარდაჭერის ელ-ფოსტაზე: support@whitebit.com;
- ან ჩატში ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ღილაკზე დაწკაპუნებით (WhiteBIT აპლიკაციაში ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში ღილაკზე დაჭერით).