Best Bid Offer (საუკეთესო შეთავაზების) ფასის ფუნქცია

ტერმინი „Best Bid Offer” (საუკეთესო შეთავაზება) — BBO გამოიყენება ორდერების წიგნაკში არსებული ყველაზე მაღალი შეთავაზების და ყველაზე დაბალი ფასის აღსაწერად, როგორც Spot, ისე გირაოს ბაზრებზე. ის გამოიყენება იმისთვის, რათა მომხმარებლებმა მარტივად დააყენონ Limit ორდერის ფასები, რომლებიც ემთხვევა  საუკეთესო  მიმდინარე საბაზრო განაკვეთებს. 

Limit ორდერის შექმნისას საჭიროა დააყენოთ სასურველი ფასი მის შესასრულებლად. ეს შეკვეთები განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფასები ემთხვევა ბაზრის ფასს. BBO სასარგებლოა, რადგან ის ეხმარება ტრეიდერებს სწრაფად მოძებნონ და დააწესონ საუკეთესო ფასები ორდერების სწრაფად შესავსებად.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: ჩვენს პლატფორმაზე შეგიძლიათ განათავსოთ ორდერი  როგორც ჩვენი ვებ ვერსიის, ასევე მობილური აპლიკაციის გამოყენებით. დეტალური ინსტრუქციებისთვის, გთხოვთ, მიმართოთ შესაბამის სტატიებს: როგორ განვათავსოთ შეკვეთა საიტიდან და როგორ განვათავსოთ შეკვეთა აპლიკაციიდან

BBO-ს გამოყენება Limit ორდერის განთავსებისას უზრუნველყოფს იმას, რომ სისტემა ავტომატურად პოულობს და იყენებს საუკეთესო საბაზრო ფასს ორდერისთვის. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა ბაზრებზე, სადაც ფასები სწრაფად იცვლება, რადგან ის უზრუნველყოფს საუკეთესო შესაძლო ფასს, ორდერების წიგნაკისთთვის მუდმივი თვალყურის დევნების გარეშე.

საუკეთესო შეთავაზების ფასის გაანგარიშება ხდება შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

  • ორდერების წიგნაკის მხარე
  • არჩეული BBO-ს ვარიანტი — “Counterparty” ან “Queue”

BBO-ს ძირითადი მახასიათებლები

Best Bid Price (საუკეთესო სატენდერო ფასი): ეს არის ყველაზე მაღალი ფასი, რომელიც შესაძლებელია გადაიხადოს ტრეიდერმა გარკვეული რაოდენობის აქტივის შესაძენად. ეს არის ორდერების წიგნაკში ჩამოთვლილი ყველაზე სარფიანი შესყიდვის ფასი და, როგორც წესი, საუკეთესო გარიგებაა გამყიდველებისთვის.

Best Ask Price (საუკეთესო მოთხოვნის ფასი): საუკეთესო შეთავაზება, ან „მოთხოვნა“ არის ყველაზე დაბალი ფასი, რომლითაც ტრეიდერს სურს გაყიდოს აქტივის კონკრეტული რაოდენობა. ეს არის ყველაზე დაბალი გასაყიდი ფასი ორდერების წიგნაკში და, როგორც წესი, მყიდველებს სთავაზობს საუკეთესო გარიგებას.

ჩვენს პლატფორმაზე არსებული Best Bid Offer სახეები

ხელმისაწვდომია საუკეთესო შეთავაზების ფასის ორი ტიპი როგორც ჩვენს მობილურ აპლიკაციაში, ასევე ჩვენი გაცვლის ვებ ვერსიაში:

  1. “Counterparty” (ფასი ორდერების წიგნაკის საწინააღმდეგო მხრიდან) რაც გულისხმობს, რომ საუკეთესო ფასი უნდა შეირჩეს შეკვეთის წიგნის მოპირდაპირე მხრიდან - შესყიდვის ორდერის შემთხვევაში წიგნაკის გაყიდვის ორდერების მხრიდან და პირიქით.
  2. “Queue” (ფასი ორდერების წიგნაკის იმავე მხრიდან) რაც ნიშნავს, რომ საუკეთესო ფასი უნდა შეირჩეს ორდერების წიგნაკის იმავე მხრიდან - შესყიდვის ორდერების მხრიდან შეყიდვის ორდერის შემთხვევაში და გაყიდვის ორდერების მხრიდან გაყიდვისორდერისთვის.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: ჩვენი პლატფორმა ასევე გთავაზობთ Multi-Limit შეკვეთას, რომელიც ხელს უწყობს თქვენი სავაჭრო გამოცდილების გაუმჯობესებას და თქვენი სტრატეგიების ავტომატიზაციას. შეიტყვეთ მეტი ამ ფუნქციის შესახებ ჩვენს სტატიაში.

როგორ განვათავსოთ ლიმიტის შეკვეთა BBO ოფციით?

განვიხილოთ, როგორ განვათავსოთ Limit ორდერი BBO ოფციის გამოყენებით ბირჟის ვებ ვერსიაში და მობილურ აპლიკაციაში:

იმისათვის რომ განვათავსოთ Limit ორდერი BBO ოფციით ჩვენს საიტზე:

  1. გადადით სავაჭრო გვერდზე და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი სავაჭრო წყვილი ჩამოსაშლელი სიიდან ეკრანის ზედა მარცხენა ნაწილში.

[5349] IMG EN Pl. Order S 1 FINAL CF.png

გამოიყენეთ საძიებო ზოლი ან შემოთავაზებული დახარისხება ვალუტის ტიპის მიხედვით.

[5349] IMG EN Pl. Order S 2 FINAL CF.png

ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ბაზრების გვერდი, სადაც აირჩევთ ვალუტის წყვილს და დააწკაპუნეთ ვაჭრობაზე მის მარჯვნივ.

[5349] IMG EN Pl. Order S 3 FINAL CF.png

[5349] IMG EN Pl. Order S 4 FINAL CF.png

ქვედა მარჯვენა კუთხეში ახალ ფანჯარაში ნახავთ აქტივის ყიდვის/გაყიდვის ფორმას, რომელიც განსხვავდება შეკვეთის ტიპის მიხედვით:

  1. აირჩიეთ Limit ორდერი.
  2. გაააქტიურეთ BBO ჩამრთველი.
  3. მას შემდეგ რაც მონიშნავთ BBO ჩამრთველს, როგორც აქტიურს, ნახავთ ჩამოსაშლელ სიას, სადაც გაქვთ შესაძლებლობა აირჩიოთ “Counterparty” ან “Queue”.
  4. შეიყვანეთ შეკვეთის ოდენობა.
  5. დააჭირეთ ღილაკს "ყიდვა" / "გაყიდვა" და შემდეგ "დადსტურება"-ს გახსნილ ფანჯარაში.

იმისათვის, რომ განათავსოთ Limit ორდერი BBO ოფციის გამოყენებით ჩვენს მობილურ აპლიკაციაში:

  1. გადადით "ვაჭრობის" განყოფილებაში "Exchange" რეჟიმში და აირჩიეთ აქტივების წყვილი ჩამოსაშლელი სიიდან ეკრანის ზედა მარცხენა ნაწილში.



თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ “ბაზრების” ჩანართი. აირჩიეთ სასურველი წყვილი და დააწკაპუნეთ მასზე. თქვენ გადამისამართდებით გვერდზე დიაგრამით. აირჩიეთ ყიდვა ან გაყიდვა.



  1. სავაჭრო გვერდზე აირჩიეთ წყვილი და Limit ორდერი.
  2. გააქტიურეთ BBO ღილაკი ფასის ველის გვერდით, მასზე დაჭერით.
  3. აირჩიეთ ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი ჩამოსაშლელი სიიდან, რომელიც გამოჩნდება ფასის ველის ნაცვლად — “Counterparty” ან “Queue”.
  4. შეიყვანეთ შეკვეთის ოდენობა.



  1. გახსნილ ფანჯარაში დააწკაპუნეთ ღილაკზე ყიდვა/გაყიდვა და შემდეგ „დადასტურება“.

მხარდაჭერა

ჩვენს ბირჟასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ:

  • დატოვოთ მოთხოვნა ჩვენს ვებგვერდზე;
  • მოგვწეროთ მხარდაჭერის ელ-ფოსტაზე: support@whitebit.com;
  • ან ჩატში ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ღილაკზე დაწკაპუნებით.

დაგეხმარათ სტატია?

0-ს 0-დან გამოადგა ეს სტატია