SEPA (Single Euro Payment Area) – საერთო ევრო გადახდის სივრცე გადახდების სტანდარტია, რომელიც გამოიყენება ევროკავშირში და რამდენიმე ევკოვშირის არაწევრ ქვეყანაში. ამ სივრცეში შემავალი ქვეყნებისთვის ევროს ტრანზაქციები ხორციელდება ერთი და იგივე პირობებით.
ამ სტატიაში შეიტყობთ, თუ როგორ უნდა გააკეთოთ ევრო დეპოზიტი ამ მეთოდის გამოყენებით.
როგორ გავაკეთოთ EUR SEPA დეპოზიტი ჩვენს ვებსაიტზე?
EUR SEPA-ს დეპოზიტის გასაკეთებლად, გთხოვთ, მიჰყვეთ შემდეგ მარტივ ინსტრუქციას:
1. გადადით ნაშთების გვერდზე.
ვებსაიტის მთავარ გვერდზე დააწკაპუნეთ „ნაშთებზე“ და აირჩიეთ „ჯამური”ან ”ძირითადი“.
2. აირჩიეთ EUR SEPA პროვაიდერი.
იპოვეთ ვალუტა "EUR" ტიკერით და დააწკაპუნეთ მასზე, ან დააწკაპუნეთ ღილაკზე "დეპოზიტი" და აირჩიეთ ევრო ვალუტების სიიდან.
შემდეგ დეპოზიტის ფორმაში აირჩიეთ „SEPA გადარიცხვის“ პროვაიდერი.
3. დეპოზიტის განაცხადის გაკეთება.
შეიტანეთ დეპოზიტის თანხა ველში "რაოდენობა" და დააკლიკეთ ღილაკზე "შექმენით და გაგზავნეთ თანხა".
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ „მე მივიღებ“ ველში გამოჩნდება თანხის რაოდენობა, რომელიც აისახება თქვენი ანგარიშის ბალანსზე საკომისიოს გაანგარიშებით.
თანხის გასაგზავნად, დააკოპირეთ ინვოისის მონაცემები ფანჯრიდან „თანხა გაგზავნილია“ და ჩასვით ისინი თქვენს საბანკო აპლიკაციაში. გადახდის დეტალები გენერირდება ინდივიდუალურად თითოეული დეპოზიტისთვის.
4. დაადასტურეთ გამგზავნის მონაცემები.
EUR SEPA-ს გამოყენებით დეპოზიტის წარმატებით განსახორციელებლად, თანხის გამგზავნის სახელი და გვარი უნდა შეესაბამებოდეს გადახდის დეტალებში მითითებულ სახელსა და გვარს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადახდა არ ჩაირიცხება.
5. ტრანზაქციის სტატუსის მონიტორინგი.
თქვენ შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ თქვენი დეპოზიტის სტატუსს "ისტორიის”გვერდზე, სადაც შეგძლიათ აირჩიოთ “დეპოზიტების” განყოფილება.
როგორ გავაკეთოთ EUR SEPA დეპოზიტი ჩვენს აპლიკაციაში?
EUR SEPA-ს დეპოზიტის განსახორციელებლად, გთხოვთ, მიჰყვეთ შემდეგ მარტივ ინსტრუქციას:
1. გადადით ნაშთების გვერდზე.
გადადით "საფულის" ჩანართში აპლიკაციის მთავარი გვერდიდან და აირჩიეთ “მთლიანი" ან "ძირითადი" განყოფილება.
2. EUR SEPA პროვაიდერის შერჩევა.
იპოვეთ ვალუტა "EUR" ტიკერით და დააწკაპუნეთ მასზე. ან აირჩიეთ "დეპოზიტი" და აირჩიეთ ევრო ვალუტების სიიდან.
დააწკაპუნეთ ღილაკზე „დეპოზიტი“ და აირჩიეთ „SEPA გადარიცხვის“ პროვაიდერი დეპოზიტის ფორმაში. დააჭირეთ ღილაკს "გაგრძელება".
3. ანაბრის განაცხადის ფორმირება.
შეიყვანეთ დეპოზიტის რაოდენობა ველში "რაოდენობა" და დააჭირეთ ღილაკს "გენერირება და გადახდის გაგზავნა". გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ველში „მივიღებ“ გამოჩნდება თანხა, რომელსაც მიიღებთ თქვენი ანგარიშის ბალანსზე საკომისიოს გაანგარიშების შემდეგ.
თანხების გასაგზავნად, დააკოპირეთ ინვოისის მონაცემები ფანჯრიდან „შექმენით და გაგზავნეთ თანხა“ და ჩასვით ისინი თქვენს საბანკო აპლიკაციაში. გადახდის დეტალები გენერირდება ინდივიდუალურად თითოეული დეპოზიტისთვის.
4. გამგზავნის მონაცემების დადასტურება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თანხის გამგზავნის სახელი და გვარი უნდა ემთხვეოდეს გადახდის დეტალებში მითითებულ სახელსა და გვარს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხა არ აისახება თქვენს ბალანსზე.
5. ტრანზაქციის სტატუსის მონიტორინგი.
იმისათვის, რომ თვალყური ადევნოთ დეპოზიტის სტატუსს ჩვენი მობილური აპლიკაციის გამოყენებით, თქვენ უნდა:
- გახსენათ ჩანართი "საფულე" და დააჭიროთ ღილაკს "ისტორია";
- აირჩიეთ ჩანართი „დეპოზიტი“ და იპოვეთ თქვენთვის სასურველი ტრანზაქცია.
EUR SEPA დეპოზიტის მახასიათებლები
- ტრანზაქციის განხორციელებისას უნდა გაითვალისწინოთ მინიმალური (10 ევრო დღეში) და მაქსიმალური (14 500 ევრო დღეში) სადეპოზიტო რაოდენობები, ასევე ყურადღება მიაქციოთ საკომისიოს, რომელიც შეადგენს თქვენი დეპოზიტის რაოდენობის 0.2%. თქვენ ასევე შეგიძლიათ იპოვოთ ეს ინფორმაცია საიტზე საკომისიოების გვერდზე.
- თქვენ გადახდის მონაცემების გენერირების მომენტიდან 7 დღე გაქვთ გადახდის განსახორციელებლად, რის შემდეგაც გადარიცხვის შესრულება შეუძლებელი იქნება და გაგზავნილი თანხა დაბრუნდება გამგზავნის საბანკო აგრანიშზე.
- ბირჟაზე ანგარიშის მფლობელს შეუძლია შეიტანოს EUR SEPA-ს დეპოზიტი ბალანსზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, მის KYC-ის (პირადობის დადასტურება) მონაცემები ემთხვევა ბანკის ანგარიშის მფლობელის სახელსა და გვარს, საიდანაც უნდა მოხდეს თანხის გადარიცხვა.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: მესამე მხარის ანგარიშიდან დეპოზიტის განხორციელებისას თანხა უბრუნდება გამგზავნს. თანხის დაბრუნება ხდება ბირჟის მიერ თანხის მიღების მომენტიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
- თანხის ბალანსზე ასახვის ვადა შეადგენს 7 საბანკო სამუშაო დღეს.
EUR SEPA Clear Junction-ის დეპოზიტი
SEPA დეპოზიტის სტანდარტული მეთოდის გარდა, ევრო ტრანზაქციების ცალკე პროვაიდერი – Clear Junction - ასევე ხელმისაწვდომია ჩვენს ბირჟაზე. მთავარი განსხვავება ამ მეთოდების მხარდამჭერ ბანკებშია.
Clear Junction არის გლობალური გადახდის პროვაიდერი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ევროს დეპოზიტის და გატანის განხორციელება ჩვენს ბირჟაზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ამ დროისთვის EUR SEPA Clear Junction მეთოდი დეპოზიტის გასაკეთებლად ხელმისაწვდომია მხოლოდ შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის და რეზიდენტებისთვის: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, იტალია. , ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, ნორვეგია, ისლანდია, ლიხტენშტეინი, უკრაინა.
როგორ გავაკეთოთ დეპოზიტი EUR SEPA Clear Junction-ის მეშვეობით ჩვენს ვებსაიტზე?
ამ პროვაიდერის მეშვეობით დეპოზიტის შესატანად WhiteBIT ვებსაიტზე, გთხოვთ, მიჰყვეთ მარტივ ინსტრუქციებს:
- გადადით ნაშთების გვერდზე.
- იპოვეთ ვალუტა "EUR" ტიკერით და დააწკაპუნეთ მასზე. ან აირჩიეთ "დეპოზიტი" და აირჩიეთ ევრო ვალუტების სიიდან.
- პროვაიდერების სიაში აირჩიეთ EUR SEPA Clear Junction.
მნიშვნელოვანია: ევრო დეპოზიტებისთვის არ არის დანერგილი SEPA Instant Clear Junction ვარიანტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ ნებისმიერ დროს განახორციელოთ ტრანზაქცია უფრო სწრაფად. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ბანკი მხარს უჭერს მყისიერ გადარიცხვებს და თქვენ აირჩევთ EUR SEPA Clear Junction მეთოდს ჩვენს ბირჟაზე დეპოზიტის გასაკეთებლად, თქვენი ტრანზაქცია ნებისმიერ შემთხვევაში უფრო სწრაფად დამუშავდება, ისევე როგორც მყისიერი გადახდა.
- შეიყვანეთ დეპოზიტის თანხა ველში "თანხა" და დააჭირეთ ღილაკს "გენერირება და გადახდის გაგზავნა". თანხების გასაგზავნად, დააკოპირეთ ინვოისის მონაცემები ფანჯრიდან „გადახდა გაგზავნილი“ და ჩასვით თქვენს საბანკო აპლიკაციაში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: Clear Junction მეთოდით დეპონირებისას თითოეული მომხმარებლისთვის იქმნება ინდივიდუალური IBAN.
შესრულებულია! ახლა თქვენ შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ თქვენს დეპოზიტების ისტორიის განყოფილება.
როგორ გავაკეთოთ დეპოზიტი EUR SEPA Clear Junction-ის მეშვეობით ჩვენს აპლიკაციაში?
ამ პროვაიდერის მეშვეობით დეპოზიტის შესატანად WhiteBIT აპლიკაციაში, გთხოვთ, მიჰყევით მარტივ ინსტრუქციებს:
- გადადით საფულის ჩანართზე და დააჭირეთ დეპოზიტს.
- იპოვეთ EUR სიაში, ან შეიყვანეთ EUR ტიკერი საძიებო ზოლში და შემდეგ დააწკაპუნეთ მასზე.
- აირჩიეთ EUR SEPA Clear Junction პროვაიდერი და დააწკაპუნეთ გაგრძელება.
- შეიყვანეთ დეპოზიტის თანხა ველში "თანხა" და დააჭირეთ ღილაკს "გენერირება და გადახდის გაგზავნა". თანხების გასაგზავნად, დააკოპირეთ ინვოისის მონაცემები ფანჯრიდან „გადახდა გაგზავნილი“ და ჩასვით თქვენს საბანკო აპლიკაციაში.
შესრულებულია! "საფულე" - "ისტორია" განყოფილებაში თქვენ შეძლებთ თქვენი გადახდის დეტალების ნახვას "მთავარი" - "დეპოზიტებია" ჩანართში.
ბირჟაზე თანხის ასახვის პერიოდი დამოკიდებულია თქვენს ბანკზე, ასევე მყისიერი გადარიცხვის შესაძლებლობაზე და შეიძლება გაგრძელდეს 7 სამუშაო საბანკო დღე.
ვინაიდან ეს პროვაიდერი ასევე ეკუთვნის იმავე ჯგუფს, როგორც Visa/Mastercard, Checkout Visa/Mastercard, ZEN, ამ ჯგუფში ტრანზაქციების ჯამური დღიური ლიმიტია 14500 ევრო.
ჩვენს ბირჟაზე EUR SEPA Clear Junction-ის გამოყენებით დეპოზიტის განხორციელებისას საკომისიო არ იხდით! თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ ეს ინფორმაცია ჩვენს საიტზე საკომისიოების გვერდი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: იმისათვის, რომ თქვენი ტრანზაქცია დამუშავდეს, პირადობის დადასტურება (KYC) შესრულებული უნდა გქონდეთ სტანდარტული გზით (როგორც ვებსაიტზე, ასევე აპლიკაციაში). თუ თქვენ ვერ ხედავთ EUR SEPA Clear Junction-ის გატანის მეთოდს ჩამონათვალში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი თქვენთვის მოსახერხებელი გზით და შეგვატყობინოთ ამის შესახებ.
მხარდაჭერა
ჩვენს ბირჟასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ:
- დატოვოთ მოთხოვნა ჩვენს ვებგვერდზე;
- მოგვწეროთ მხარდაჭერის ელ-ფოსტაზე: support@whitebit.com;
- ან ჩატში ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ღილაკზე დაწკაპუნებით (WhiteBIT აპლიკაციაში ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში ღილაკზე დაჭერით).