WB ბარათის გადატანა whitebit.com-დან whitebit.ge-ზე

მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად და მომავალი სიახლეებისთვის ხელის შესაწყობად, WB ბარათის სერვისები გადავიდა http://whitebit.com-დან http://whitebit.ge პლათფორმაზე.

https://whitebit.ge არის ცალკე პლატფორმა და WhiteBIT გლობალური ინფრასტრუქტურის ნაწილი. იგი შექმნილია WhiteBIT სერვისის მიწოდებისთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის და მაცხოვრებლებისთვის. შეიტყვეთ მეტი ჩვენს სტატიაში.

თქვენი WhiteBIT ბარათის შეუფერხებლად გამოყენების გასაგრძელებლად, ბარათის ყველა მფლობელმა თავისი ბარათის მონაცემები ახალ დომენზე უნდა გადაიტანოს. ამ სტატიაში მოცემულია დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ არის ეს გადასვლა აუცილებელი და ნაბიჯებს მონაცემთა წარმატებული გადაცემისთვის.

რატომ გახდა საჭირო WB ბარათების ახალ დომენზე გადატანა?

WhiteBIT ბარათის გადტანა whitebit.ge მნიშვნელოვანი ნაბიჯია სერვისზე უწყვეტი წვდომის უზრუნველსაყოფად. ყველა თქვენი მონაცემები whitebit.com-დან დარჩება ხელუხლებელი და გადატანის პროცესი საჭიროა მხოლოდ თქვენი WhiteBIT ბარათის სერვისების გაგრძელების უზრუნველსაყოფად. 

როგორ მოვახდინოთ ბარათის გადატანა?

ეს პროცესი ვრცელდება იმ მომხმარებლებზე, რომლებიც არიან ვირტუალური WB ბარათის მფლობელები ან რომლებმაც შეიტანეს განაცხადი WhiteBIT ბარათის მისაღებად გადატანის პროცესის დაწყებამდე. ვიდეო ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე გადასვლით.

  1. გადადით WB ბარათის გვერდზე whitebit.com პლატფორმაზე. ამ გვერდზე თქვენი ბარათის დეტალები აღარ იქნება ხელმისაწვდომი. დააწკაპუნეთ ღილაკზე „დაიწყე ახლავე“. თქვენ გადამისამართდებით პაროლის აღდგენის გვერდზე, სადაც უნდა შეიყვანოთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელიც რეგისტრირებულია whitebit.com პლათფორმაზე. 
  2. დაეთანხმეთ WB ბარათის გადატანის პირობებს და შეიყვანეთ 2FA კოდი, თუ ჩართული გაქვთ 2FA თქვენს ანგარიშზე.
  3. თქვენ მიიღებთ ელ-ფოსტას, საიდანაც გადამისამართდებით WhiteBIT Georgia პლატფორმის ვებსაიტზე – whitebit.ge
  4. სისტემა ავტომატურად შეგიქმნით ანგარიშს WhiteBIT Georgia-ზე იმავე ელ-ფოსტის მისამართისა და  პაროლის გამოყენებით (რომლის შეცვლა მოგიწევთ პირველი შესვლის შემდეგ).
  5. გაიარეთ KYC ვერიფიკაცია WhiteBIT Georgia-ზე. 
  6. თქვენი WhiteBIT Georgia ანგარიშის წარმატებული გადამოწმების შემდეგ, თქვენი WB ბარათი ავტომატურად გადავა ახალ დომენზე და თქვენ მიიღებთ ელ-წერილს წარმატებული გადატანის შესახებ.

სახსრების გადარიცხვა

თქვენს WB ბარათზე თანხის გადარიცხვა არჩევითია. თქვენ შეგიძლიათ ხელით გადაიტანოთ ნებისმიერი თანხა, რომელიც გსურთ გქონდეთ თქვენს ბარათზე whitebit.ge პლათფორმაზე. ამისათვის მიჰყევით ინსტრუქციას:

 

  1. შექმენით WhiteBIT კოდი სახსრების გადარიცხვის მიზნით whitebit.com-ზე.

    გთხოვთ გაითვალისწინოთ: whitebit.ge ამჟამად მხარს უჭერს შემდეგ კრიპტო ვალუტებს: BTC, ETH, USDT, XLM, XRP, DOGE, BCH, LTC, LINK, USDC, MATIC, TRX, ADA, ან WBT;

  2. გაააქტიურეთ WhiteBIT კოდი whitebit.ge პლათფორმაზე;
  3. თქვენს WB ბარათზე სახსრების გადასატანად, დააკონვერტირეთ ის WBGEL ვალუტაში;

გთხოვთ გაითვალისწინოთ: WhiteBIT ბარათის გამოსაყენებლად, თქვენ უნდა გქონდეთ ჰოლდინგში 10 WBT. 

WB ბარათის ახალ დომენზე გადატანის ფარგლებში არ არის საჭირო WBT სახსრების გადატანა whitebit.com-დან whitebit.ge პლათფორმაზე იმისთვის რომ გამოიყენოთ თქვენი ბარათი.

მხარდაჭერა

ჩვენს ბირჟასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ:

  • დატოვოთ მოთხოვნა ჩვენს ვებგვერდზე;
  • მოგვწეროთ მხარდაჭერის ელ-ფოსტაზე: support@whitebit.com;
  • ან ჩატში ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ღილაკზე დაწკაპუნებით.

დაგეხმარათ სტატია?

0-ს 0-დან გამოადგა ეს სტატია