WhiteBIT აფილიაციის პროგრამა საშუალებას გაძლევთ მიიღოთ დამატებითი შემოსავალი ბირჟაზე ახალი მომხმარებლების მოზიდვით, სპეციალური პირობებით და უნიკალური შეთავაზებებით. ახალი სარეკლამო კამპანიების შესაქმნელად მოსახერხებელი ინტერფეისი წევრებს უადვილებს სხვადასხვა პლატფორმაზე მყოფ პოტენციურ მომხმარებლებზე წვდომას. გარდა ამისა, ინოვაციური “თრექინგ” სისტემა, დეტალური ანგარიშით, კამპანიის პერფორმანსის შესახებ აადვილებს მონაცემთა ანალიზს თითოეული რეფერალური არხისთვის.
ამ სტატიაში ჩვენ გიამბობთ, თუ როგორ შეუერთდეთ WhiteBIT აფილიაციის პროგრამას და ასევე იმას, თუ რა პრივილეგიებსა და ფუნქციებს წარმოადგენს ის!
შესაძლებლობები და სარგებელი
როგორც WhiteBIT აფილიაციის პროგრამის პარტნიორი, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ რამდენიმე ძირითად უპირატესობა, მათ შორის:
- პერსონალიზაცია და სპეციალური შეთავაზებები უზრუნველყოფს, რომ მიიღოთ პერსონალიზებული პირობები, რომლებიც მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს შემოსავალს;
- ახალი კამპანიების შექმნის მეთოდი ამარტივებს მარკეტინგული აქტივობების განვითარებას და მართვას, რაც გეხმარებათ სხვადასხვა პლატფორმის მომხმარებლების ეფექტურად ჩართულობაში;
- მომხმარებლისთვის მოსახერხებელი “თრექინგის” სისტემა უზრუნველყოფს დეტალურ “დეშბორდს” თქვენი კამპანიების რეალურ დროში მონიტორინგისთვის. ეს ფუნქცია გეხმარებათ მუშაობის გაანალიზებაში და თქვენი სტრატეგიების ოპტიმიზაციაში.
თუ ხართ ინფლუენსერი, თრეიდერი, საგანმანათლებლო კრიპტო პლატფორმის, ახალი ამბების პორტალის, ვებსაიტის, ან კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ბლოგის დამფუძნებელი — გახდი WhiteBIT-ის პარტნიორი და მიიღეთ დამატებითი მოგება!
როგორ შევუერთდე აფილიაციის პროგრამას?
აფილიაციის პროგრამაში გასაწევრიანებლად მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯია საჭირო.
მნიშვნელოვანია: აფილიაციის პროგრამაში რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ვებ ვერსიაში, ასევე WhiteBIT აპლიკაციაში! აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი მეთოდი (ვებ ვერსია ან მობილური აპლიკაცია) და მიჰყევით ჩვენს მითითებებს.
-
რეგისტრაციისთვის გადადით ბმუმლზე: აფილიაციის პროგრამის გვერდი
"პროდუქტების" ქვეშ - "U EARN".
ღილაკზე „შემოუერთდი ახლა“ დაკლიკებით თქვენ გააგრძელებთ სარეგისტრაციო ფორმის შევსებას. შეავსეთ ველები: "სახელი", "გვარი", "ტელეფონის ნომერი" (თქვენთვის სასურველი სოციალური ქსელი WhatsApp ან Telegram), "ელ.ფოსტა". შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად დააჭირეთ "გადასვლას".
გთხოვთ გაითვალისწინოთ: თუ არ გაქვთ WhiteBIT ანგარიში, უნდა მიუთითოთ თქვენი მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში ბირჟაზე, გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი რეგისტრირებული ელექტრონული ფოსტის მისამართი.
- შემდეგი ნაბიჯი თქვენი სოციალური მედიის ანგარიშების დამატებაა. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ მრავალი ანგარიში სხვადასხვა პლატფორმაზე „დაამატე ბმული“ ღილაკის გამოყენებით.
- მესამე ეტაპზე, მიუთითეთ იმ მომხმარებელთა სავარაუდო სავაჭრო მოცულობები, რომელთა მოზიდვაც გსურთ. ამისათვის აირჩიეთ შემოთავაზებულთაგან ერთ-ერთი ვარიანტი, საჭიროების შემთხვევაში დატოვეთ კომენტარი და ასევე დაადასტურეთ თქვენი თანხმობა მომხმარებლის შეთანხმებასა და კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე და შეამოწმეთ აკრძალული ქვეყნების სია.
შესრულებულია! თქვენი განაცხადის სტატუსი დამუშასვების პროცესშია. ამის შემდეგ კი უნდა დაელოდოთ შეტყობინებას ჩვენი სპეციალისტსგან, რომელიც დაადასტურებს თქვენს რეგისტრაციას.
თუ თქვენი მონაწილეობა WhiteBIT აფილიაციის პროგრამაში დადასტურდა, თქვენ ასევე უნდა შეავსოთ KYC/KYB თქვენი ბირჟის ანგარიშზე.
ამ მარტივი ნაბიჯების შემდეგ, თქვენ გექნებათ წვდომა ყველა ინსტრუმენტზე და სარგებელზე, რომელიც გჭირდებათ აფილიაციის კრიპტო პროგრამაში წარმატებისთვის.
ფუნქციონალი
ფორმის შევსების და ჩვენი ექსპერტებისგან დამადასტურებელი მესიჯის მიღების შემდეგ, თქვენ გექნებათ აფილიაციის პანელი, სადაც შეგეძლებათ:
- მოწვეული მომხმარებლების დეტალური სტატისტიკის ნახვა;
- მიიღოთ სწრაფი წვდომა ანალიტიკაზე და რეფერალების მენეჯმენტზე, ასევე კლიკების და რეგისტრაციების სტატისტიკაზე;
- შეიმუშავოთ სპეციალური შეთავაზებები თქვენი რეფერალებისთვის;
- შექმნათ კამპანია პერსონალიზებული რეფერალური ბმულებით და თვალყური ადევნოთ მათ ეფექტურობას;
- მიიღოთ დეტალური აქტივობების ანგარიშები შექმნილი კამპანიების შესახებ სხვადასხვა პერიოდისთვის ყველა საკომუნიკაციო არხზე და მრავალი სხვა.
მორგებული მარკეტინგის ინსტრუმენტებით, შეგიძლიათ გაზარდოთ მომხმარებლის ჩართულობა და მიიღოთ 60%-მდე სავაჭრო საკომისიო ყოველ ტრანზაქციაზე! აფილიციის პროგრამის გვერდზე შეგიძლიათ გამოიყენოთ კალკულატორი და შეაფასეთ თქვენი პოტენციური მოგება სხვადასხვა პირობებში.
თქვენი შემოსავლის შესაფასებლად, თქვენ უნდა:
- შეიყვანოთ მოწვეული მომხმარებლების რაოდენობა;
- მიუთითოთ ყოველთვიური ვაჭრობის სავარაუდო მოცულობა;
- დააკონფიგურიროთ ჯილდოს განაწილების პარამეტრები თქვენი მოგების სლაიდერის გადატანით 5%-დან (მინიმალური მოგება) 60%-მდე (მაქსიმალური მოგება) და შეცვლით ფასდაკლების ოდენობას მოწვეული მომხმარებლებისთვის.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: ყველა კალკულაცია ეფუძნება 0.1% სავაჭრო საკომისიოს. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ განახლებული ინფორმაცია გადასახადების შესახებ შესაბამისი გვერდზე.
მხარდაჭერა
ჩვენს ბირჟასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში,შეგიძლიათ:
- დატოვოთ მოთხოვნა ჩვენს ვებგვერდზე;
- მოგვწეროთ მხარდაჭერის ელ-ფოსტაზე: support@whitebit.com;ან ჩატში
- ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ღილაკზე დაკლიკებით.