მარჟის დაფინანსება ტრეიდერებისთვის არის შესაძლებლობა, ისესხონ სახსრები თავიანთი სავაჭრო პოზიციების მოცულობის გასაზრდელად. ეს ინსტრუმენტი საშუალებას აძლევს ტრეიდერებს გაზარდონ ვაჭრობის მოგების პოტენციალი ნასესხები სახსრების გამოყენებით.
თუმცა, ნასესხებ კაპიტალს გააჩნია ღირებულება, რაც ცნობილია როგორც მარჟის დაფინანსების საკომისიო. ამ ხარჯების შესამცირებლად, WhiteBIT ფასდაკლებებს სთავაზობს მარჟის დაფინანსების საფასურზე იმ მომხმარებლებს, რომელთაც ჰოლდინგში აქვთ ბირჟის ძირითადი მონეტა, WBT.
ეს ფასდაკლებები მრავალდონიანია და დამოკიდებულია მომხმარებლის დონეზე, რომელიც განისაზღვრება მომხმარებლის საკუთრებაში არსებული WBT-ის რაოდებით. რაც უფრო მაღალია დონე, მით მეტია ფასდაკლება, რაც საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად დაზოგოთ სავაჭრო ხარჯები.
ანუ, ფასდაკლება მარჟის დაფინანსებაზე ეს არის უპირატესობა, რომელიც აქვთ WhiteBIT-ის მომხმარებლებს და ამცირებს ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია სესხის აღებასთან მარჟის ვაჭრობის დროს.
როგორ მუშაობს დონეები და ფასდაკლებები მარჟინალურ ვაჭრობაში?
ყოველ ჯერზე, როდესაც სრულადმ ან ნაწილობრივ ხსნით/ ხურავთ პოზიციას მარჟის ბაზარზე, ამას აკეთებთ ორდერის გამოყენებით. გრძელი პოზიციები იხსნება ყიდვის და იხურება გაყიდვის ორდერით. ხოლო მოკლე პოზიციები, პირიქით, იხსნება გაყიდვის და იხურება ყიდვის ორდერით. ორდერის გაშვების მომენტში, მის მთლიან მოცულობაზე, სესხის გათვალისწინებით, როლიდან გამომდინარე (მიმღები ან შემქმნელი) დარიცხული იქნება იგივე საკომისიო, როგორც სპოტ ბაზარზე ლევერიჯის ჩათვლით.
სტანდარტული საკომისიო ნასესხები სახსრების გამოსაყენებლად ნებისმიერი ლევერიჯით არის 0.0585%. ეს არის ფიქსირებული დაფინანსების განაკვეთი, რომელიც ირიცხება წამში პოზიციის გახსნის დროს.
- პოზიციის გახსნასთან დაკავშირებული ოპერაციის საკომისიო არის - 0.1%;
- პოზიციის დახურვასთან დაკავშირებული ოპერაციის საკომისიო არის - 0,1%;
- ტრანზაქციის საკომისიო, თუ მომხმარებელი დაამატებს სახსრებს ღია პოზიციაზე არის 0.1%.
ყველა მიმდინარე საკომისიო შეგიძლიათ იხილოთ გვერდზე კომისიები.
თქვენ ასევე შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი ფასდაკლება საკომისიოზე. მარჟის დაფინანსების ფასდაკლება მუშაობს იარუსული სისტემით, სადაც თქვენი WBT-ს დონე – და შესაბამისი ფასდაკლება – განისაზღვრება თქვენს საკუთრებაში არსებული WBT-ს ოდენობით. როდესაც თქვენი WBT კაპიტალი იზრდება, თქვენი დონეც იზრდება, რაც თანდათან უფრო დიდ ფასდაკლებას იძლევა მარჟის დაფინანსების საკომისიოებზე. ფასდაკლების სტრუქტურა:
WBT Holdings | მომხმარებლის დონე | დღიური საკომისიო (%) | მაქს. ფასდაკლება (%) |
10 WBT | დონე 1 | 0.0581 | 0.66% |
200 WBT | დონე 2 | 0.0577 | 1.30% |
1500 WBT | დონე 3 | 0.0573 | 1.94% |
4000 WBT | დონე 4 | 0.0569 | 2.59% |
10000 WBT | დონე 5 | 0.0566 | 3.23% |
16000 WBT | დონე 6 | 0.0562 | 3.88% |
30000 WBT | დონე 7 | 0.0559 | 4.52% |
60000 WBT | დონე 8 | 0.0555 | 5.16% |
100000 WBT | დონე 9 | 0.0551 | 5.81% |
160,000 WBT | დონე 10 | 0.0547 | 6.45% |
2,000,000 WBT | დონე 11 | 0.0543 | 7.10% |
6,000,000 WBT | დონე 12 | 0.0539 | 7.74% |
მხარდაჭერა
ჩვენს ბირჟასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ:
- დატოვოთ მოთხოვნა ჩვენს ვებგვერდზე;
- მოგვწეროთ მხარდაჭერის ელ-ფოსტაზე: support@whitebit.com;
- ან ჩატში ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ღილაკზე დაწკაპუნებით (WhiteBIT აპლიკაციაში ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში ღილაკზე დაჭერით).