WhiteBIT-ის ანგარიშზე შესვლა

WhiteBIT-ის ანგარიშზე შესვლა

ბირჟის ყველა ფუნქციით სარგებლობისთვის საჭიროა შეხვიდეთ თქვენს ანგარიშზე. ჩვენი ბირჟა გთავაზობთ ანგარიშზე შესვლის რამდენიმე გზას, რაც გაძლევთ საშუალებას აირჩიოთ თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი!

ავტორიზაცია ელ-ფოსტის მისამართით და პაროლით

შედით ჩვენი ბირჟის მთავარ გვერდზე, ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში ნახავთ ღილაკს "ავტორიზაცია”.

  1. მასზე დაკლიკვით გაიხსნება ფორმა თქვენს ანგარიშზე შესასვლელად. დარწმუნდით, რომ ნამდვილად ჩვენს ოფიციალურ საიტზე ხართ: https://whitebit.com.

  1. ფორმაში უნდა შეიყვანოთ ელ-ფოსტის მისამართი, რომელზეც დარეგისტრირებულია თქვენი ანგარიში და პაროლი. 

თუკი გააქტიურებული გაქვთ 2FA, შეიყვანეთ მისი კოდი გამოსახულ ფანჯარაში და დააკლიკეთ ღილაკზე "გაგრძელება".

გთხოვთ გაითვალისწინოთ: თუ თქვენს ანგარიშზე 2FA არ არის გააქტიურებული, ახალი მოწყობილობიდან შესვლისას საჭიროა შეიყვანოთ თქვენს ელ-ფოსტაზე გამოგზავნილი კოდი. ამის მიზანი ანგარიშის დაცულობის გაზრდაა.

შესრულებულია! ამის შემდეგ თქვენ ავტომატურად გადამისამართდებით თქვენს ანგარიშზე.

ავტორიზაცია QR კოდის გამოყენებით

თქვენ ასევე შეგიძლიათ შეხვიდეთ თქვენს ანგარიშზე WhiteBIT მობილური აპლიკაციის გამოყენებით. ამისათვის საჭიროა QR კოდის სკანირება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: თქვენ საშუალება გაქვთ ჩართოთ ან გამორთოთ QR კოდით შესვლის ფუნქცია თქვენი ანგარიშის პარამეტრებში უსაფრთხოების განყოფილებაში.

  1. გახსენით WhiteBIT მობილური აპლიკაცია. ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში დაინახავთ კოდის სკანირების ღილაკს.

  1. დააკლიკეთ მასზე და გამოჩნდება კამერის ფანჯარა. თქვენ უნდა მიუშვიროთ თქვენი სმარტფონის კამერა თქვენს ეკრანზე QR კოდისკენ. გაითვალისწინეთ, რომ კოდი აქტიურია 10 წამის განმავლობაში და განახლდება, თუ დააკლიკავთ “Refresh” ღილაკს.
  2. შემდეგ, თქვენ უნდა დაადასტუროთ ავტორიზაცია მობილურ აპლიკაციაში ღილაკით - “Confirm”.

თქვენს ანგარიშზე შესვლა დასრულებულია!

ავტორიზაცია Web3-ის გამოყენებით 

თქვენს ანგარიშზე ასევე შეგიძლიათ შეხვიდეთ Web3 საფულის გამოყენებით. ავტორიზაცია Web3 საფულის გამოყენებით შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ დაინტალირებული გაქვთ შესაბამისი ბრაუზერის გაფართოება და ბირჟაზე ჩართული ორფაქტორიანი ავტორიზაცია. დამატებით ინფორმაციას Web3-ისა და მისი ჩვენს ბირჟასთან დაკავშირების შესახებ მიიღებთ ჩვენს სტატიაში.

  1. ავტორიზაციის გვერდზე ნავიგაციის შემდეგ თქვენ უნდა დააჭიროთ ღილაკს "შესვლა Web3-ის მეშვეობით".

  1. ფანჯარაში, რომელიც გამოჩნდება, აირჩიეთ საფულე, რომელიც გსურთ გამოიყენოთ ანგარიშზე შესასვლელად.

  1. ამის შემდეგ, თქვენ უნდა დაადასტუროთ ავტორიზაცია შესაბამის ფანჯარაში. 
  2. ბოლო ნაბიჯი არის 2FA კოდის შეყვანა.

ანგარიშზე შესვლისას პრობლემა შეგექმნათ?

ვერ შევდივარ ჩემს ანგარიშზე, რადგან არ მახსოვს ჩემი პაროლი/პაროლი, რომელიც შევიყვანე, არ ემთხვევა - როგორ მოვიქცე?

თქვენი პაროლის შესაცვლელად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბმული - "დაგავიწყდათ პაროლი?" ავტორიზაციის გვერდზე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ამ გზით პაროლის შეცვლიდან 72 საათის განმავლობაში იბლოკება ბირჟიდან თანხის გატანის შესაძლებლობა.

 

ჩემი ანგარიში გაყინულია, რას ნიშნავს ეს? 

თუკი ავტორიზაციის გვერდზე ანგარიშის გაყინვის ცნობას ხედავთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენს ანგარიშზე წვდომა ავტომატურად შეიზღუდა, რასაც იწვევს 2FA კოდის 15-ჯერ და მეტჯერ არასწორად შეყვანით. ინსტრუქცას, თუ როგორ უნდა მოხსნათ ეს შეზღუდვა, მიიღებთ თქვენს ელ-ფოსტაზე. ანგარიშის დროებითი ბლოკის მოსაშორებლად, საჭიროა შეცვალოთ თქვენი ანგარიშის პაროლი ბმულით - "დაგავიწყდათ პაროლი?".

 

პაროლის შეცვლას ვცდილობ, მაგრამ WhiteBIT-ის ელ-ფოსტიდან წერილი არ მიმიღია. 

უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა შეამოწმოთ საქაღალდეები "Spam" და "Promotions" თქვენს ელ-ფოსტაში. ჩვენ ასევე გირჩევთ, რომ დაამატოთ ჩვენი ელ-ფოსტის მისამართები სანდო კონტაქტების სიაში, ან თეთრ სიაში ელფოსტის პარამეტრებში. ეს ხელს შეუწყობს მსგავსი სიტუაციების თავიდან აცილებას მომავალში. წაიკითხეთ მეტი ფოსტის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემებისა და პრობლემების გადაჭრის ვარიანტების შესახებ აქ.

მხარდაჭერა

ჩვენს ბირჟასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ:

  • დატოვოთ მოთხოვნა ჩვენს ვებგვერდზე;
  • მოგვწეროთ მხარდაჭერის ელ-ფოსტაზე: support@whitebit.com;
  • ან ჩატში ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ღილაკზე დაწკაპუნებით.

დაგეხმარათ სტატია?

0-ს 0-დან გამოადგა ეს სტატია