უსაფრთხოა თუ არა WhiteBIT ბირჟის გამოყენება?

WhiteBIT პრიორიტეტს ანიჭებს უსაფრთხოებას, გამჭვირვალობას და მუდმივ განვითარებას. ჩვენთვის ყველაზე მთავარი ჩვენი მომხმარებლების პერსონალური მონაცემების და სახსრების დაცვაა.

რა უსაფრთხოების ზომები გვაქვს შემუშავებული?

ჩვენ ვიყენებთ უსაფრთხოების სფეროში მოწინავე მეთოდებსა და ტექნოლოგიებს. მათ შორისაა:

  • ორფაქტორიანი ავტორიზაცია (2FA): თქვენი ანგარიშის არაავტორიზებული წვდომისგან დასაცავად.
  • ანტი-ფიშინგი: ხელს უწყობს ჩვენი ბირჟის საიმედოობის უზრუნველყოფას.
  • პირადობის დადასტურება და AML შემოწმებები: ჩვენი პლატფორმის გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
  • გამოსვლის დრო: ავტომატური გასვლა ანგარიშიდან აქტივობის არარსებობის შემთხვევაში.
  • Whitelist: საშუალებას გაძლევთ შეინახოთ სახსრების გასატანად გამოსაყენებელი სანდო მისამართები.
  • მოწყობილობების მენეჯმენტი: შეგიძლიათ გააუქმოთ როგორც ერთი კონკრეტული სესია, ასევე ყველა აქტიური სესია ყველა მოწყობილობიდან ერთდროულად.

რამდენად დაცულია მომხმარებლების სახსრები?

ჩვენ გვაქვს AAA რეიტინგი და cer.live-ის მიხედვით ვიმყოფებით ყველაზე უსაფრთხო კრიპტო ბირჟების ტოპ სამეულში და Hacken-ის დამოუკიდებელი აუდიტის საფუძველზე დასახელებული ვართ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო კრიპტო ბირჟად.

გარდა ამისა, ჩვენ:

აქტივების 96%-ს ვინახავთ ცივ საფულეში და ჰაკერების შეტევების აღმოსაჩენად და დასაბლოკად ვიყენებთ WAF-ს. ცივ საფულეში შენახული აქტივები დაცულია “multisignature access” სისტემით.

გვაქვს სადაზღვევო ფონდი მომხმარებლების აქტივების დასაცავად, რომელიც ივსება ტრანზაქციების საკომისიოებით. ფონდი ამჟამად აზღვევს WhiteBIT-ის ცივ საფულეში არსებულ აქტივებს და შეადგენს 30 მილიონ აშშ დოლარს.

ხშირად დასმული კითხვები:

რა არის 2FA და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

ორფაქტორიანი ავტორიზაცია (2FA) თქვენი ანგარიშის დაცვის დამატებითი საშუალებაა. ის უზრუნველყოფს, თქვენს ანგარიშზე წვდომის შეზღუდვას არაავტორიზებული პირისათვის, იმ შემთხვევაშიც კი თუ მან ანგარიშის პაროლი იცის. 2FA-ის  გააქტიურდების შემდეგ, თქვენს ანგარიშზე შესვლისას, პაროლის გარდა ექვსნიშნა ავტორიზაციის კოდის შეყვანა მოგიწევთ თქვენ მიერ არჩეული ავტორიაზაციის აპლიკაციიდან. კოდი ყოველ 30 წამში იცვლება.

როგორ მუშაობს ანტი-ფიშინგი?

ანტი-ფიშინგის საშუალებით თქვენ მიიღებთ საკუთარი ანტი-ფიშინგ კოდს, რომელიც whitebit.ge დომენიდან გამოგზავნილ ყველა სისტემურ წერილს დაერთვება და იქნება დამატებითი დასტური იმისა, რომ წერილის ავტორი ბირჟის ოფიციალური ადმინისტრაციაა.

როგორია პირადობის დადასტურების პროცედურა თქვენს ბირჟაზე?

პირადობის დადასტურებას ჩვენს ბირჟაზე "KYC" ვერიფიკაცია ჰქვია. ეს არის აბრევიატურა ინგლისური ფრაზისა "Know Your Customer" ანუ "იცნობდე შენს მომხმარებელს". ის ხელს უწყობს ანგარიშების და თანხის უსაფრთხოების დაცვას და განაპირობებს ბირჟის საიმედოობას. პირადობის დადასტურება ასევე ამცირებს იმის რისკს, რომ ბირჟაზე განხორციელდეს არაკანონიერი ოპერაციები, როგორიცაა ფულის გათეთრება, ტერორიზმის დაფინანსება და ა.შ.

შემიძლია თუ არა ვისარგებლო ბირჟის სერვისებით პირადობის დადასტურების გარეშე?

მომხმარებელს KYC-ის გარეშე მხოლოდ დემო ტოკენებით სარგებლობა შეუძლიათ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: KYC ვერიფიკაციის გავლა ჩვენს პლათფორმაზე შემდეგ უპირატესობებს გთავაზობთ:

  • წვდომას დეპოზიტებზე, განაღდებაზე და კრიპტოვალუტის ყიდვის ფუნქციაზე;
  • WhiteBIT კოდების გამოყენების შესაძლებლობას;
  • ანგარიშის აღდგენას 2FA კოდის დაკარგვის შემთხვევაში;

რა არის AML შემოწმებები?

ფულის გათეთრების საწინააღმდეგო (AML) შემოწმებები საშუალებას გაძლევთ შეამოწმოთ დაკავშირებულია თუ არა კონკრეტული მისამართი ფულის გათეთრებასთან. ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ შეამოწმონ შემდეგი ვალუტების მისამართები: BTC, LTC, TRX, USDT(ERC20), ETH(ERC20) და BCH.

ჩატარებია თუ არა თქვენს კომპანიას დამოუკიდებელი აუდიტი?

ჩვენმა კომპანიამ გაიარა შეღწევადობის კიბერუსაფრთხოების ტესტები და cer.live-ის სიის ტოპ სამეულში დაიკავა პოზიცია.

ასევე, ჩვენ გავიარეთ ISO 27001 სტანდარტიზაცია და ამჟამად გავდივართ აუდიტს PCI DSS-ის მიერ.

მხარდაჭერა

ჩვენს ბირჟასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ:

  • დატოვოთ მოთხოვნა ჩვენს ვებგვერდზე;
  • მოგვწეროთ მხარდაჭერის ელ-ფოსტაზე: support@whitebit.com;
  • ან ჩატში ეკრანის ქვედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ღილაკზე დაწკაპუნებით.

დაგეხმარათ სტატია?

0-ს 0-დან გამოადგა ეს სტატია